აგუერომ პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას შორის გააკეთა არჩევანი
“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ მანჩესტერული კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ინგლისის ჩემპიონატში გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. გარდა ამისა, მისი თქმით, “ქალაქელთა” მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.
“ამ მომენტისთვის ბრწყინვალე მდგომარეობაში ვიმყოფებით. მართალია, ჯერ ჩემპიონატში არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ ძალიან კარგ პოზიციაში ვართ და იმედია, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ.
პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას შორის არჩევნის გაკეთება რომ მიწევდეს, მეორე ვარიანტს ავირჩევდი. ჩემპიონთა ლიგის მოგება სწორედ ისაა, რაც “მანჩესტერ სიტის” სჭირდება. ეს ჩვენი მთავარი მიზანია,” – აცხადებს არგეტნინელი შემტევი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 22 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში სწორედ პეპ გვარდიოლას გუნდი ლიდერობს და უახლოეს მდევარს, “მანჩესტერ იუნაიტედს” 15 ქულით უსწრებს.