აი, რა შეუძლია დემიდოვს ! – “კოლხეთმა” მე-12 ტურის შემდეგ პირველად მოიგო !
ფოთის “კოლხეთმა” ეროვნული ლიგის 25-ე ტურში თბილისის “ლოკომოტივი” 1-0 დაამარცხა. დიახ, არ გეჩვენებათ, “კოლხეთმა” გამარჯვება და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. 90-ე წუთზე კირილ დოროშენკომ პენალტით აიღო თევდორაძის კარი და ლიგაში პირველი ბურთით გამოირჩა.
ფოთელებმა მე-12 ტურის შემდეგ პირველი 3 ქულა ჩაიწერეს და სხვაობა “სამტრედიასთან” 1 ქულამდე შემცირდა. რომ არა დაკლებული 6 ქულა, ზღვისპირელებს 18 ქულა და ლიგა 1-ში დარჩენის მშვენიერი შანსი ექნებოდათ, თუმცა დაკარგული ახლაც არაფერია.
დემიდოვის დაბრუნების შემდეგ გუნდმა შესაძლო 6 ქულიდან 4 ქულა აიღო და ჩვენ კითხვაზე, რა შეუძლია დემიდოვს, ბატონმა ვიქტორმა პირველი პასუხი გაგვცა.
კოლხეთი 1-0 ლოკომოტივი
გოლი: დოროშენკო 90+1
კოლხეთი: კნიგა – აფხაზავა, ციკოლია, ხატიაშვილი – კერელეიშვილი, ჭეჭელაშვილი (შალიკაშვილი 61), ტყემალაძე, მთივლიშვილი, დოროშენკო – აშორტია (კაბორე 76), იმნაძე (დუმბაძე 93)
მთავარი მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
ლოკომოტივი: თევდორაძე – გაბაძე, ჭანტურია, ლობჟანიძე, უბილავა – შონია, გვალია, დავითაშვილი (ინჯგია 80), სამურკასოვი (არდაზიშვილი 73), კობახიძე – ჯიქია (უილიამი 60)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი