“აიაქსი” მესამეა, რომელმაც ლიგის პლეი-ოფის სამი გასვლითი მატჩი მოიგო ერთ სეზონში
ამსტერდამის “აიაქსი” ჩემპიონთა ლიგაზე თავის ბრწყინვალე სვლას აგრძელებს. ჰოლანდიის ფლაგმანმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში “ტოტენჰემის” დამარცხება შეძლო ლონდონში (1:0).
აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით “აიაქსმა” საკმაოდ საინტერესო შედეგი დააფიქსირა – ამსტერდამული კლუბი გახდა მესამე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში პლეი-ოფის სამი გასვლითი შეხვედრის მოგება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა მადრიდში “რეალი” დაამარცხა (1:4), ტურინში – “იუვენტუსი” (1:2), ხოლო ლონდონში – “ტოტენჰემი” (0:1). აქამდე მსგავსი რამ მხოლოდ “რეალსა” (2017/18) და “ბაიერნს” (2012/13) ჰქონდათ გაკეთებული.
💪 – Clubs winning 3 knockout away matches in a CL season
Bayern München (2012/13)
Real Madrid (2017/18)@AFCAjax (2018/19)Both Bayern and Real went on to lift the CL trophy🏆 #UCL #TOTAJA
— Gracenote Live (@GracenoteLive) April 30, 2019