“აიაქსმა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სტუმრად “ტოტენჰემი” დაამარცხა (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე “ტოტენჰემ ჰოთსპურსა” და ამსტერდამის “აიაქსს” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც ჰოლანდიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
ლონდონელები შეხვედრას დიდი დანაკლისი შეხვდნენ: გუნდს ტრავმირებული ჰარი კეინი და დისკვალიფიცირებული სონ ჰინ მინი აკლდა, რაც ინგლისელთა თამაშს აშკარად დაეტყო. შეხვედრის პირველ ნახევარში სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ, რაც ანგარიშშიც აისახა. მე-15 წუთზე ამსტერდამელები დონი ვან დეიკმა დააწინაურა. შეიძლება ითქვას, რომ “დეზებს” პირველ ნახევარში რეალური მომენტი არ ჰქონიათ. ტაიმის მიწურულს ლონდონელთა ცენტრალურმა მცველმა იან ვერტონგენმა ტრავმა მიიღო და გამოსაცვლელი გახდა.
მეორე ტაიმში “ტოტენჰემი” გააქტიურდა და “დეზებმა” რამდენჯერმე სცადეს მოწინააღმდეგის კართან სიტუაციის გამწვავება, “აიაქსმა” კი ანგარიშის შენარჩუნებაზე და კონტრშეტევებზე დაიწყო თამაში, ერთ-ერთ ეპიზოდში კი მეტოქის მეორედ დასჯის შანსიც ჰქონდა, თუმცა დავიდ ნერესის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა. საბოლოო ჯამში, ამსტერდამელებმა სტუმრად მინიმალური უპირატესობით იმარჯვეს და ორმატჩიან დაპირისპირებაში უპირატესობა მოიპოვეს.
წყვილის საპასუხო მატჩი ამსტერდამში, 8 მაისს ჩატარდება.
ჩემპიონთა ლიგა
ნახევარფინალი (I მატჩი)
“ტოტენჰემი” — “აიაქსი” 0:1 (0:1)
გოლი: ვან დე ბეეკი 15′.