“აინტრახტი” 5:1 “ბაიერნი” – კოვაჩის გუნდმა ფრანკფურტში კრახი განიცადა (ვიდეო)
ბუნდესლიგის მე-10 ტურის მთავარი სენსაცია ფრანკფურტში დაფიქსირდა, სადაც ნიკო კოვაჩის “ბაიერნმა” კიდევ ერთი კრახი განიცადა. “რეკორდმაისტერი” “აინტრახტთან” ოთხბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
“ბაიერნის” განადგურება ბოატენგის მიერ მე-9 წუთზე მიღებული წითელი ბარათით დაიწყო, რასაც კოსტიჩისა და სოუს გოლები მოჰყვა. 37-ე წუთზე ლევანდოვსკიმ ერთი გოლი გაქვითა და ბავარიელებს იმედი დაუბრუნა.
მეორე ტაიმი აბრაჰამის გოლით დაიწყო, რამაც საბოლოდ გატეხა მოქმედი ჩემპიონი. “აინტრახტი” შედეგით არ დაკმაყოფილდა და ნოიერის კარში კიდევ ორი გოლი გაიტანა – ჯერ ჰინტერეგერმა გამოიჩინა თავი, შემდეგ კი პასიენსიამაც დააფიქსირა ტაბლოზე საკუთარი გვარი.
ასე რომ, 10 ტურის შემდეგ “ბაიერნის” ანგარიშზე 18 ქულა გროვდება და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა (ლიდერ “გლადბახს” 4 ქულით ჩამორჩება). “აინტრახტი” კი 17 ქულით მეექვსეზეა.