აინტრახტი პიაცონის შენარჩუნებას აპირებს
ფრანქტურტის “აინტრახტის” ხელმძღვანელობას ლუკას პიაცონის შენარჩუნება სურს. შეგახსენებთ, პიაცონის სატრანსფერო უფლებებს ლონდონის “ჩელსი” ფლობს, გემრანულ კლუბში კი მოთამაშე იჯარის წესით ასპარეზობს.
“ჩელსისთან პიაცონის მომავალზე აუცილებლად ვისაუბრებთ. იმედი მაქვს, ლონდონელბი მის საიჯარო პერიოდს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებენ. ბუნდესლიგა ლუკასის სათამაშო სტილს ძალიან უხდება” – განაცხადა “აინტრახტის” გენერალურმა მენეჯერმა, ბრუნო ჰიუბნერმა.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში პიაცონმა 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლიც გაიტანა.