“აინტრახტის” დირექტორი: “სეზონის დასრულება უდიდესი დარტყმა იქნება”
ფრანკფურტის “აინტრახტის” სპორტული დირექტორი ფრედი ბობიჩი საჯაროდ საუბრობს კორონავირუსის უარყოფით გავლენაზე კლუბისათვის და იმედს გამოთქვამს, რომ სეზონი ნაადრევად არ დასრულება.
“სეზონის ნაადრევად დასრულება უდიდესი დარტყმა იქნება მსოფლიოს ყველა კლუბისთვის, მათ შორის ფრანკფურტის “აინტრახტისთვისაც”. ეს კლუბის ეკონომიკას დიდ ზიანს მიაყენებს.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ფეხბურთის თამაში გავაგრძელოთ. ამას მხოლოდ ფულის გამო არ ვამბობ, საქმე უამრავი ადამიანის უმუშევრად დატოვებას ეხება. ბევრი ადამიანი პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით ფეხბურთით ცხოვრობს. ფეხბურთი უდიდესი ინდუსტრიაა.
გარდა ამისა, გვინდა, რომ ხალხს ყურადღება გადავატანინოთ კორონავირუსიდან. სპორტი ხომ ამისთვის არსეობს. როგორც ადრე ამბობდნენ, ჩვენ ხალხს პურსა და სანახაობას ვთავაზობთ, გლადიატორების მსგავსად.
თუმცა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომაც უნდა დაველოდოთ ექიმების განცხადებებს. თუ სეზონი დასრულებულად გამოცხადდება, ეს ძალიან ბევრ ადამიანს დაარტყამს, როგორც პატარა და დიდ კლუბებს,” – აცხადებს ბობიჩი.