“აინტრახტის” დირექტორი: “თუ “რეალს” იოვიჩის ტრასნფერი სურს, ჩვენ ხელს ვერ შევუშლით”
ფრანკფურტის “აინტრახტის” სპორტული დირექტორი, ფრედი ბობიჩი, გუნდის ლიდერ ლუკა იოვიჩის მომავალზე საუბრისას აღნიშნავს, რომ “რეალს” სურვილის შემთხვევაში მისი გადაბირება შეუძლია.
“ბოლო დროს ხშირად მესმის ამბები იმის შესახებ, რომ “რეალს” იოვიჩის ტრანსფერის განხორციელება სურს.
იმედი მაქვს, რომ იოვიჩი ჩვენთან დარჩება. თუმცა, ამავდროულად რეალისტი ვარ და ვიცი, რომ თუ ისეთ დიდ კლუბს, როგორიც “რეალია”, იოვიჩის ტრანსფერი სურს, ჩვენ ხელს ვერ შევუშლით,” – აცხადებს ბობიჩი.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის სერბი ფეხბურთელის კონტრაქტი ახლახან გამოისყიდა გერმანულმა კლუბმა, რაც მომავალი ტრანსფერის მოსამზადებელ ნაბიჯად შეიძლბა ჩაითვალოს.
ლუკა იოვიჩის ანგარიშზე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის 28 მატჩში გატანილი 17 გოლი და 6 საგოლე გადაცემა გროვდება. მის სატრანსფერო ფასად კი 70 მილიონი ევრო სახელდება.