აიზეია ტომასი ზლატან იბრაჰიმოვიჩს: “მოკეტე!”
“სელტიკის” ყოფილი გამთამაშებელი, აიზეია ტომასი, ზლატან იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს გამოეხმაურა. შვედმა ფეხბურთელმა ლებრონ ჯეიმს პოლიტიკური განცხადებების კეთებისგან თავის შეკავება ურჩია.
“რასიზმი და პოლიტიკა განსხვავებული რამ არის. ჩვენ, სპორტსმენები, სამყაროს ვაერთიანებთ, პოლიტიკოსები – ხლეჩენ სამყაროს. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აკეთოს ის, რაც ერთიანობისთვის არის საჭირო. ჩემი გზავნილი სწორედ ეს არის.
ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაცები, რაშიც კარგები არ ვართ. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკაში წავიდოდი. სპორტსმენები სპორტსმენები უნდა იყვნენ, პოლიტიკაში კი პოლიტიკოსები უნდა იყვნენ,” – განაცხადა ზლატანმა.
ზლატანის სიტყვებს აიზეია ტომასი ტვიტერზე ერთი სიტყვით გამოეხმაურა – “მოკეტე!”.
Shut yo ass up https://t.co/uetiK5hTiU
— Isaiah Thomas (@isaiahthomas) March 2, 2021