“აკადემია” 13-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულია
საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დასრულდა საქართველოს 13-წლამდელთა ჩემპიონატი. ფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურებულმა „აკადემიამ“ მეორე მატჩიც მოუგო შინაგან საქმეთა აკადემიის გუნდს და ჩემპიონი გახდა.
სერიის პირველი მატჩი აკადემიელებმა 88:73 მოიგეს. დღეს კი ალექსანდრე ჯაფარიძისა და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა 85:68 იმარჯვა და ფინალური სერია მშრალი ანგარიშით – 2:0 მოიგო.
მატჩის ბედი დიდი შესვენებისთვის გადაწყდა. პირველი პერიოდის 26:14 მოგების შემდეგ აკადემიელებმა მეორე ათწუთეული 30:13 მოიგეს და 56:27 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. „აკადემიამ“ პოზიციები დათმო, თუმცა მეორე და მესამე პერიოდების წაგება საერთო შედეგზე არ ასახულა.
გამარჯვებულებს 2ო ქულით ულიდერა გუნდის კაპიტანმა მიშო ზურაბაშვილმა, რომელმაც თამაშის შემდეგ საჩემპიონო თასი ვეტერანი კალათბურთელებისგან – ვალერი ლომაძესა და ანტონ კაზანჯიანისგან ჩაიბარა.
ვეტერანმა კალათბურთელებმა დააჯილდოვეს ჩემპიონი აკადემიელები და მეორე ადგილზე გასული „შსს-აკადემია“. პრიზიორებს სიგელები და შესაბამისი სინჯის მედლები გადაეცათ.
მესამე ადგილი დაიკავა „დინამომ“, რომელმაც რუსთავში ადგილობრივი გუნდი დაამარცხა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
საკალათბურთო აკადემია. 16 დეკემბერი. ფინალი (მეორე მატჩი)
შსს – აკადემია 68:85 აკადემია
14:26, 13:30, 20:18, 21:11
შსს: ნიკოლაიშვილი (15), შეროზია (15), ბაკაშვილი (10)
აკადემია: კიპაროიძე (6), კოპალეიშვილი (2), ქროული (7), სიმონიშვილი, ნაზარაშვილი (4), ანდრონიკაშვილი (8), რუხაძე (8), მიმინოშვილი (10), ზურაბაშვილი (20), მიქელაძე (10), ლაზვიაშვილი (8), ნუცუბიძე (2)
gbf.ge