„აკადემიას“ მეორე მოგება „ბათუმთან“, „მგზავრებისა“ და „დინამოს“ დიდი სხვაობით მარცხი

თარიღი: თებერვალი 27, 2016

პარასკევს „ქუთაისის სპორტის სასახლეში“ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-19 ტური „ქუთაისისა“ და „ოლიმპის“ მატჩით დაიწყო, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, 94:82 დასრულდა, რითიც კოტე ტუღუშის გუნდმა სამმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა. დღეს კი, თბილისის „ახალ სპორტის სასახლეში“ ტურის დარჩენილი სამი მატჩი შედგა.

პირველ შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ბოლოადგილოსანი „აკადემია“ და ცხრილის ლიდერი „ბათუმი“ შეხვდნენ, გამარჯვება აუტსაიდერმა იზეიმა. ცხრილში გუნდთა მდგომარეობის მიუხედავად, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან მეორე წრეში „აკადემიამ“ ბათუმელები გასვლაზე დაამარცხა.

არადა, სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და პირველ მეოთხედის მიმდინარეობისას 15 ქულთაც იგებდნენ (6:19), თუმცა დიდი შესვენების წინ „აკადემიელებმა“ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს (38:39). მესამე მეოთხედის შემდეგ „ბათუმი“ 5 ქულით იგებდა (57:62), მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო, „აკადემიამ“ ბოლო მეოთხედში 8-ქულიანი ჰანდიკაპით გაიმარჯვა და, საბოლოოდ, მატჩი 4 ქულით მოიგო (77:74).

გამარჯვებულთა რიგებში ოც-ოცი ქულით სთროუბრიჯი და ტომარაძე გამოირჩნენ, „ბათუმიდან“ ქულების იგივე რაოდენობით აკაკი დვალიშვილი გამოირჩა, კრივცოვმა კი მასზე მხოლოდ ერთ ქულით ნაკლები დააგროვა.

„აკადემია“ – „ბათუმი“ 77:74 (13:22, 25:17, 19:23, 20:12)

მატჩის სრული სტატისტიკა

„მგზავრებსა“ და „რუსთავს“ შორის ცენტრალურ მატჩში ინტრიგა თავიდანვე ნაკლები იყო – რუსთაველებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედის შემდეგ 10 ქულით (12:22) იგებდნენ. მართალია, მეორე მეოთხედში „მგზავრებმა“ სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს, თუმცა ბერიშვილის გუნდს მეტის გასაკეთებლად ძალები აღარ ეყო. მესამე და ბოლო მეოთხედებში „რუსთავმა“ მეტოქეს კოშმარი მოუწყო და 21-ქულიანი სხვაობით, 84:63 გაიმარჯვა.

„რუსთავიდან“ საუკეთესო 17 ქულით, 9 მოხსნითა და 4 პასით ლევან გამყრელიძე იყო, „მგზავრებიდან“ კი კენდალ უილიამსი გამორიჩა, რომელმაც 19 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

„მგზავრები“ – „რუსთავი“ 63:84 (12:22, 16:9, 9:25, 26:28)

მატჩის სრული სტატისტიკა

„ბათუმის“ მარცხი „დინამოსთვის“ პირველ ადგილზე გასვლის კარგი შანსი იყო, თუმცა ამისთვცის ხოშტარიას გუნდს „სოხუმისთვის“ უნდა მოეგო, რაც „დინამოელებმა“ დღეს ვერ შეძლეს. „მგზავრები“ – „რუსთავის“ მატჩის არ იყოს, აქაც ერთმა გუნდმა მეტოქეს საგრძნობი სხვაობით სძლია. თუმცა, „სოხუმელთა“ უპირატესობა ამ მატჩში მხოლოდ ბოლო მეოთხედში გამოიკვეთა – პირველი ათი წუთის შემდეგ კი ანგარიში თანაბარი იყო (18:18). დიდი შესვენების წინ „დინამო“ 2 ქულითაც დაწინაურდა, მაგრამ მესამე მეოთხედში „სოხუმი“ იგივე სხვაობით დაწინაურდა. ბოლო ათ წუთში კი ხოშტარიას გუნდს ვერაფერი გამოსდიოდა, სამაგიეროდ, კვარაცხელიას კალათბურთელები მომენტს მომენტზე იყენებდნენ და 24 ქულით გაიმარჯვეს (85:61).

საუკეთესო გამარჯვებულთა რიგებიდან 29 ქულით, 5 მოხსნითა და 4 პასით ფილიპ მილერი იყო, „დინამოდან“ კი, როგორც ხშირად, საუკეთესო გიორგი შარაბიძე იყო, რომელიც 19 ქულით, 8 მოხსნითა და 1 პასით გამოირჩა.

ამ გამარჯვებით „სოხუმმა“ ცხრილის ქვედა ნაწილს თავი დააღწია და ამჟამად 30 ქულით ოთხეულში დაბრუნდა. „დინამო“ 31 ქულით მეორეა.

„სოხუმი“ – „დინამო“ 85:61 (18:18, 20:22, 19:14, 28:7)

მატჩის სრული სტატისტიკა

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გოგა ბითაძის სიმღერამ თანაგუნდელები და ქომაგები გაახალისა (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს გუნდის Rookie Challenge-ში მოუწია მონაწილეობის მიღება. გოგამ კრისტინა აგილერას [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

კლეი ტომფსონმა ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა (ფოტო)

“გოლდენ სტეიტის” კალათბურთელმა, კლეი ტომფსონმა ყოფილ თანაგუნდელ ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული საჩუქარი, ავტომობილი როლს-როისი გადასცა. ამერ...
წაკითხვა
კალათბურთი

ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია! არგენტინა ვერცხლს დასჯერდა

15 სექტემბერს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალი შედგა ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის. მართალია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საფრანგეთი დამარცხებულია! არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

სუპერმატჩი! ორი ოვერტაიმის შემდეგ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა” – ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა

ზაზა ფაჩულიამ მოთამაშის კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, ხოლო თავად კალათბურთელმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” იმუშავებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” დაბრუნდა, სადაც ის საკალათბურთო და ბიზნესის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანიკიძე “არისის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე ბერძნული საკალათბურთო კლუბის, “არისის” სპორტული დირექტორი გახდა. სანიკიძე კლუბთა...
წაკითხვა
კალათბურთი

ანატოლი ბოისა ამერიკიდან დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო [&...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელთაც ინსტაგრამზე დადებულ თითო პოსტში ყველაზე მეტ თანხას უხდიან

პლატფორმა Hopper HQ-მ გამოაქვეყნა იმ სპორტსმენთა ათეული, რომელთაც სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე განთავსებულ თითოეულ პოსტში ყველაზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები კენჭისყრის შედ

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ჩვენი ნაკრები მოხვდა E ჯგუფში, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბითაძემ “ინდიანა პეისერსთან” კონტრაქტი გააფორმა – გოგას ანაზღაურება ცნობ

გოგა ბითაძე ოფიციალურად “ინდიანა პეისერსის” წევრია. ქართველმა კალათბურთელმა “პეისერსთან” ახალბედისათვის გარანტირებული კონტრაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა ევროპის შტაბ-ბინაში 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძელი ოთხი ქვეყანა დასახელდა. აღსანიშნავია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სომხეთი 98:46 დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე შეხვედრაში სომხეთი დამაჯერებლად, 98:46 დაამარცხა. საქართველოს [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

დემარკუს კაზინსი კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს

“გოლდენ სტეიტის” ვარსკვლავური ცენტრი, დემარკუს კაზინსი, კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ორივე კლუ...
წაკითხვა