აკადემიების გამოწვევა – საერთაშორისო ტურნირი
აკადემიების გამოწვევა (1st Academy Challenge) – არის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც 26 და 29 აგვისტოს საფრანგეთში, კლერმონთან ახლოს სამთო კურორტ ბესსიში გაიმართება. ტურნირში, რომელიც პირველად იმართება, მონაწილეობენ ფრანგულიკლერმონის, ირლანდიური მანსთერის, ინგლისური ლესთერ თაიგერსის 20-წლამდელთა გუნდები და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები.
საქართველოს 19-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, ტურნირი ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ კარგ შესაძლებლობად განიხილება. გარდა ამისა, ასაკით უფროს და მაღალი დონის მოწინააღმდეგე გუნდებთან თამაში, უმცროს ბორჯღალოსნებს საერთაშორისო გამოცდილებას შემატებს.
გუნდი კლერმონში 25 აგვისტოს გამთენიას გაემგზავრება. მატჩები 26 და 29 აგვისტოსგაიმართება. თითო სამატჩო დღეს ორი შეხვედრა, 20:00 და 21:00 საათებზე გაიმართება.
25 აგვისტოს, საღამოს გაიმართება მენეჯერთა შეხვედრა, სადაც დადგინდება სამატჩო წყვილები, რომლის შესახებ ინფორმაციას იმავდროულად მოგაწვდით საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ფეისბუქ პლათფორმის მეშვეობით ამ ბმულზეhttps://www.facebook.com/GeorgianRugbyUnion.
მატჩების ტექსტური ლაივი იწარმოებს ასევე ზემოხსენებულ ფესიბუქის გვერდზე.
შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი განთავსდება საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურyoutube.com და myvideo.ge არხებზე მატჩის გამართვიდან მეორე დღეს შემდეგ ბმულებზე:
https://www.youtube.com/user/georgianrugby
http://www.myvideo.ge/GeorgiaRugbyUnion
ლადო კილასონია, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი: „საკმაოდ საინტერესო და ძლიერი ტურნირია. მონაწილეობას იღებენ ევროპული გრანდების: ფრანგული კლერმონის, ირლანდიური მასნთერისა და ინგლისური ლესთერ თაიგერსის 20-წლამდელთა გუნდები. გუნდების ჩამონათვალიდან გამომდინარე უკვე ნათელია თუ რა დონის შეჯიბრი გველის და თუ, როგორი რთული თამაშები ექნებათ ჩვენს ბიჭებს.
„ამ ასპარეზობაში 19- წლამდე ბორჯღალოსნების მიწვევა ჩვენთვის დიდ პატივია და დიდ გამოწვევას წარმოადგენს.
„ვინაიდან ეს არ გახლავთ ოფიციალური ტურნირი, შესაბამისად ნაკლები შეზღუდვები გვექნება და რიგი ექსპერიმენტების განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცემა. სხვადასხვა მიზეზების გამო, შემადგენლობაში რამოდენიმე მოთამაშეს მოვისაკლისებთ, რომლებიც დიდ ძალას წარმოადგენენ – მაგალითად ბექა გორგაძე, რომელიც სათამაშოდ ფრანგულ მონ’მარსანში მიემგზავრება, ზაზა ხარებავა, რომელიც უკვე წავიდა ლაროშელში, ასევე ჩემპიონატის მსვლელობისას ტრავმები მიიღეს უკანა ხაზელებმა, ჯიქების მოთამაშეებმა ირაკლი სვანიძემ და დევი დევსურაშვილმა. დანარჩენებს რაც შეეხებათ, 23-24 აგვისტოს უმაღლესი ლიგის გათამაშების ტური გვიჩვეებს, თუ როგორ მდგომარეობაში იქნებიან მოთამაშეები.
„ვერ ვიტყვი, რომ გუნდის შემადგენლობა ოპტიმალურია, მაგრამ ფსიქოლოგიურად ბიჭები მზად არიან. ამას დაემატა მთავარი მწვრთენლის, დათო ვართანიანის გარდაცვალება. მოგეხსენებათ, რომ ეს შეკრებაზე მოხდა და ბიჭებმა ეს ძალიან ახლოს მიიტანეს გულთან.
„ტურნირის მთავარი მიზანი არის ნაკრების მომზადება ‘რაგბი ევროპის’ ასაკობრივი ჩემპიონატისთვის, რომელიც წელს ოქტომბერში გაიმართება, შესაბამისად საუკეთესო მოთამაშეების შერჩევა. გარდა ამისა, შეგვეძლება მოთამაშეების შესაძლებლობების ნახვა, რათა გავარკვიოთ თუ რა რგოლში ვართ კარგად მომზადებულნი და რაზე გვაქვს კიდევ სამუშაო.
Rugby.GE