აკადემიის და მგზავრების გამარჯვებები (მატჩისშემდგომი კომენტარები)

თარიღი: დეკემბერი 16, 2014

20-წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩს უმასინძლა დღეს საკალათბურთო აკადემიამ. ორივე მატჩში გამარჯვებულის ვინაობა ზედმეტი დაძაბულობის გარეშე გაირკვა. „მგზავრები-არმიამ“ „სოხუმი“ დაამარცხა, ხოლო „აკადემიამ“ „ქუთაისს“ შანსი არ დაუტოვა.

ანგარიშში სხვაობა არც ერთ მატჩში დიდი არაა, თუმცა ორივე შეხვედრაში მდევარმა ჩამორჩენა ბოლო წუთებზე აღმოფხვრა. „მგზავრები-არმიის“ კალათბურთელებმა თანაბარი პირველი მეოთხედის (22:21) შემდეგ მეტოქის დაცვას სუსტი წერტილი უპოვეს და ქულებს იოლად იხვეჭდნენ. დიდი შესვენებისთვის არმიელთა 9-ქულიანი ლიდერობა დაფიქსირდა და ვითარება არც მეორე ტაიმში შეცვლილა. გუნდური თამაშის წყალობით დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილმა არმიელებმა მესამე პერიოდი 24:17 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ მეტოქესთვის მიუწვდომელნი გახდნენ.

საბოლოოდ „მგზავრები-არმიამ“ 85:72 იმარჯვა, რაშიც ლომის წილი მამუკა ბაზუაშვილს (20 ქულა, 15 მოხსნა) მიუძღვის. 19 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა სანდრო ბოლქვაძემ, ხოლო ლუკა ზაქრაძემ პირად ანგარიშზე 15 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. დამარცხებულთაგან 20 ქულითა და 14 მოხსნით ირაკლი ჯანხოთელი გამოირჩა, 18 ქულა მოაგროვა ვიტალი ცქიფურიშვილმა.

მეორე მატჩში გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა ლიდერმა „აკადემიამ“ 77:67 დაამარცხა „ქუთაისი“. მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველსავე ტაიმში გადაწყდა, რომელიც აკადემიელებმა 49:28 მოიგეს. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილ გუნდს ტრადიციულად ბექა დარახველიძე წინამძღოლობდა, რომელმაც ამჯერად 23 ქულა მიითვალა. 15 ქულა მოაგროვა ნიკა ღურწკაიამ, ხოლო ნიკა მირხანაშვილი გამარჯვებულებს 13 ქულითა და 4 პასით შეეხიდა.

20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები ხვალ, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

მგზავრები-არმია – სოხუმი 85:72

დიმიტრი ჟაკობოვი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მადლობას ვეტყვი მოწინააღმდეგე გუნდს საინტერესო თამაშისთვის. ჩემს გუნდს კი მივულოცავ გამარჯვებას ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. მიუხედავად პრობლემების და ხარვეზებისა, მოვახერხეთ გამარჯვება. თავიდან ნერვიულად დავიწყეთ, დაცვაში შეცდომები დავუშვით, თუმცა ლიდერთა კარგი თამაშის წყალობით უპირატესობა მოვიპოვეთ, უფრო თავდაჯერებულად, ზუსტად და ხისტად დავიწყეთ თამაში დაცვაშიც და შეტევაშიც. ამის ხარჯზე მივაღწიეთ წარმატებას, თუმცა ეს უკვე ისტორიაა. ხვალ მომდევნო რთული თამაში გველის და სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ მატჩსაც.

თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):  ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას, ნამდვილად კარგად ითამაშეს, გვაჯობეს, ბევრად დალაგებული თამაში აჩვენეს. ჩვენ ვეცდებით გამოვასწოროთ ეს დროებითი შეცდომები, ხარვეზები და უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ.

აკადემია – ქუთაისი 77:67

ირაკლი ტომარაძე(,,აკადემიის’’ მწვრთნელი): მივულოცავ ჩემს ბიჭებს გამარჯვებას. გვქონდა შეცდომები, თუმცა საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ, დამსახურებულად მოვიგეთ.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, ვულოცავ ,,აკადემიას” გამარჯვებას და წარმატებულ თამაშს. ჩვენ ისევ დანაკლისით ვთამაშობდით, რატი ნუცუბიძე არ გვყავდა, 2 გამთამაშებელიც გამოგვაკლდა და, ბუნებრივია, გაგვიჭირდა. ვფიქრობ, საკმარისად ვერ გამოვიყენეთ მაღალი მოთამაშეები.

u-20.ge 

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

საოცარი ფიზიკური ტრანსფორმაცია – როგორ გამოიყურება შაკილ ონილი ამჟამად (ფოტო)

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, შაკილ ონილმა ვარჯიში დაიწყო და ამჟამად შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. 49 წლის შაქს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინმა ქართველ გულშემატკივრებს მიმართა

“ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2020-2021 წლების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ჯილდოს მიღების შემდეგ, [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა! (ფოტო, ვიდეო)

“ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2020-2021 წლების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველმა ცენტრმა ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ტენერიფე” – “ბარსელონას” მატჩზე ქართული სიმღერა ჩაირთო (ვიდ

22 მაისს, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში “ტენერიფემ” საკუთარ კედლებში “ბარსელონა” მიიღო და 72:96 დამარცხდა. მატჩის მესამე ...
წაკითხვა
კალათბურთი

სტეფ კარი რეკლამაში ქართული ბრენდის ფეხსაცმლით გამოჩნდა (ფოტო, ვიდეო)

კალათბურთის ცოცხალმა ლეგენდამ სტეფ კარიმ ქართული ბრენდი CROSTY-ს ფეხსაცმელი კიდევ ერთხელ ჩაიცვა. ამჯერად ის ამერიკულ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ორმაგი დუბლი – გოგა ბითაძის საუკეთესო მატჩი NBA-ში! (ვიდეო)

19 მაისს, NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფლეი-ინის შეხვედრაში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “შარლოტ ჰორნეტსს” უმასპინძლა და...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა (ვიდეო)

GOGA BITADZE BLOCKED THE KING pic.twitter.com/aBWJTueSar — Kory Waldron (@KWalHoops) May 15, 2021 Goga blocks […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ფორბსმა” მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი დაასახელა

მიუხედავად იმისა, რომ კონორ მაკგრეგორმა 2020 წელს მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა, ის ჟურნალმა “ფორბსმა” მსოფლიოს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რამდენია ფილიპ ორშულას ხელფასი? – ფეხბურთელი, რომელიც მე-4 ლიგაში თამაშობს

“დინამო თბილისის” სლოვაკი ლეგიონერი ფილიპ ორშულა განაცხადშიც ვერ ხვდება და მე-2 გუნდში, მე-4 ლიგაში სათადარიგო […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ რობინ ლოპესს ზედიზედ ორჯერ დაუფარა (ვიდეო)

9 მაისს, NBA-ში ერთმანეთს “ინდიანა პეისერსი” და “ვაშინგტონ უიზარდსი” დაუპირისპირდნენ. “ინდიანას” რიგებში 15:42 წუთ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ოლიმპის” კალათბურთელებმა ერთმანეთთან იჩხუბეს (ვიდეო)

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში “ცხუმ-აფხაზეთმა” “ოლიმპი” 97:74 დაამარცხა. მატჩის მიწურულს სკა...
წაკითხვა
კალათბურთი

“დაეგდე!” – გოგა ბითაძე და მისი მწვრთნელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდ

6 მაისს, NBA-ში “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “საკრამენტო კინგსი” მიიღო და 93:104 დამარცხდა. მასპინძელთა ქართველმა [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

ცნობილია, რატომ არ შეუშვეს გიორგი შერმადინი რუსეთში

ესპანური “ტენერიფეს” ცენტრს, გიორგი შერმადინს რუსეთში, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრები უნდა გამართულიყო, არ უშვებდნენ. [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს (ფოტო)

ესპანური “ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინი რუსეთში, სადაც ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის მატჩები უნდა გაიმართოს, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ზაზა, ძალიან მიყვარხარ!” – დვალიშვილი კოდი სტამანთან გამარჯვების შემდეგ

მერაბ დვალიშვილმა დღეს UFC-ში მე-8 შეხვედრა გამართა. ქართველი მებრძოლი ამერიკელ კოდი სტამანს დაუპირისპირდა და მეტოქე […]...
წაკითხვა