აკაკი ხუბუტია კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს?
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მცველმა აკაკი ხუბუტიამ, შესაძლოა, კარიერა სლოვაკეთში, კერძოდ კი, „ზემპლინ მიხალოვცეში“ გააგრძელოს.
თუმცა, ოფიციალურად ტრანსფერი არც კლუბს და არც ფეხბურთელს ჯერ არ დაუდასტურებიათ.
ბოლოს ხუბუტიამ ბერძნულ „კერკირში“ ითამაშა, რომელშიც მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა.
რაც შეეხება „ზემპლინ მიხალოვცეს“, ამ კლუბმა სლოვაკეთის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება გასულ სეზონის შედეგების მიხედვით მოიპოვა. ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში კი გუნდი შვიდი ტურის შემდეგ ოთხი ქულით ბოლო ადგილს იკავებს.