აკაკი ხუბუტიას კლუბის ბაზას ძლიერი ხანძარი გაუჩნდა
გუშინ აკაკი ხუბუტიას კლუბის ბაზას ძლიერი ხანძარი გაუჩნდა. სარანსკის „მორდოვიას“ ბაზაზე გაჩენილი ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ შავი კვამლი რამდენიმე კილომეტრეის მოშორებითაც მოჩანდა. საბოლოოდ, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება და ჩაქრობა მოახერხეს.
„მორდოვიას“ დირექტორმა ვლადიმირ ბიბიკოვმა ინციდენტის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„საერთო ბაზის დაახლოებით 20 პროცენტი დაიწვა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ფეხბურთელები სააბაზანოში იყვნენ.
ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. საბედნიეროდ, ინციდენტის შედეგად დაშავებულები არ გვყავს.
ფეხბურთელთა საცხოვრებელი ოთახები გადარჩა, ამიტომ საწვრთნელი პროცესი ამავე ბაზაზე გაგრძელდება“, – ბიბიკოვის სიტყვებს „იტარ-ტასი“ ციტირებს.
ბექა დოგრაშვილი