ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, სალაჰი ზეწოლას აძლიერებს
“ლივერპულსა” და მოჰამედ სალაჰის მხარეს შორის ახალ კონტარქტზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ამის შესახებ ინფორმაციას The Times-ის დღევანდელი გამოშვება ადასტურებს.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, 29 წლის ეგვიპტელი ვარსკვლავი ხელფასის სახით 400 ათას ფუნტზე მეტს ითხოვს კვირაში. სწორედ ეს გახლავთ მთავარი პრობლემა, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივებას უდგას წინ.
მიმდინარე მოვლენების ფონზე, მოჰამედ სალაჰი კლუბზე ზეწოლას აძლიერებს. გუშინდელ ინტერვიუში მომ ასეთი რამ თქვა – “ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი “ლივერპულში” კარიერის ბოლო დღემდე, მაგრამ ამის შესახებ მეტს ვერაფერს გეტყვით. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არის.”
მოჰამედ სალაჰს კლუბთან არსებული ხელშეკრულება 2023 წელს ეწურება. მიმდინარე სეზონში სალაჰმა 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 12 გატანილი გოლით გამოიჩინა.