ახალ სანაკრებო სეზონს ახალი ფორმით და ლიხტენშტაინთან მატჩით ვიწყებთ

თარიღი: მარტი 3, 2014

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში თემურ ქეცბაია ჟურნალისტებს შეხვდა. პრესკონფერენციაზე, მწვრთნელთან ერთად არნემის “ვიტესის” ქართველი კაპიტანი გურამ კაშიაც იყო.

ქეცბაიამ ლიხტეშტაინთან გასამართ მატჩზე, ნაკრების მომავალ მეტოქეებზე და სხვა მნიშნველოვან დეტალებზე ისაუბრა და ჟურნალისტებს ნაკრების ახალი ფორმა წარუდგინა.

თემურ ქეცბაია: 5 მარტს ლიხტენშტაინთან ამხანაგური მატჩი გველის.  სეზონის მოგებით დაწყება ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია.
მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფეხბურთელები და მათ შორის დებიუტენტებიც გვყავს ნაკრებში, რომლებსაც შანსი აუცილებლად მიეცემათ. როგორც ყოველთვის, ყველა გამოძახებულმა ჩამოსვლა ვერ მოახერხა, მაგრამ ამას უნდა შევეგუთ და მათი შემცველები უნდა მოვძებნოთ.
ჩვენს ჯგუფს რაც შეეხება, აქ გერმანია უდავო ფავოტირია. 4 გუნდი კი მეორე-მესამე პოზიციებისთვის ვიბრძოლებთ.

რა თქმა უნდა გვსურდა, რომ ლიხტენშტაინზე ძლიერ გუნდთან გვეთამაშა, თუმცა ერთია ჩვენი სურვილია და სულ სხვაგვარია რეალობა. სამწუხაროდ, ძლიერ გუნდებს თბილისში თამაში არ უნდათ და ისინი ან სტუმრად, ან სულაც ნეიტრალურ მოედანზე გვთავაზობენ დაპირისპირებას.
თუმცა, მაისის ბოლოს ვგეგმავთ სპარინგს სერიოზულ მეტოქესთან, რომლის ვინაობას ჯერ-ჯერობით ვერ დაგიკონკრეტებთ.

შესარჩევში ნაკრების კაპიტნის ვინაობას მატჩის დღეს გაიგებთ. ახლა ამის თაობაზე ვერაფერს ვიტყვი.

მე არასდროს, არავისთან პრობლემა არ მქონია. თუ მოთამაშეს ნაკრებში თამაში არ უდნა, მე მას ძალით მოედანზე ვერ გავიყვან.

გასულ შესარჩევში ბევრი კრიტიკა მესმოდა მეორე ნომრად თამაშის გამო, თუმცა თუ თავი ვერ დაიცავი, თამაშს ვერ მოიგებ. ჩვენ დინჯად და გააზრებულად უნდა ვითამაშოთ. 5 ფორვარდით თამაშმა კატასტროფული შედეგები მოგვიტანა.

შესარჩევში საკმაოდ კარგი კალენდარი გვერგო. ჩემი აზრით ის იდეალურიც კი არის. პირველივე შეხვედრა საშინაო ასპარეზზე გველის უშუალო კონკურენტ ირლანდიასთან და ის აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ფრე მაინც უნდა ვითამაშოთ.

 

გურამ კაშია: საკმაოდ საინტერესო და რთულ ჯგუფში მოვხვდით. თუმცა შანსი გვაქვს და მოსაგები თამაშებიც გვექნება. განსაკუთრები ეს საშინაო მატჩებზე ითქმის.

სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, თუმცა საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა და პირადად მეც მაქსიმალურად ვეცდები, რომ ნასწავლი ახალგაზრდებს გავუზიარო.

აქვე შეგახსენებთ ნაკრებში ლიხტენშტაინის წინააღმდეგ სათამაშოდ გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ნუკრი რევიშვილი („ვალეტა“ მალტა), როინ კვასხვაძე („ტორპედო“ ქუთაისი).

მცველები:  გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლაშა სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი)  დავით კვირკველია, გიორგი ხიდეშელი (ორივე „დინამო“, თბილისი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი ), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“ რუსეთი), ლევან კაკუბავა (“სპარტაკი”, ცხინვალი, საქართველო).

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“ ლვოვი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა კანკავა (ორივე „დნიპრო“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („ჩერნომორეცი“ ოდესა, უკრაინა),  ჯანო ანანიძე („როსტოვი“, რუსეთი), ირაკლი ძარია („დინამო“, თბილისი) ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ავთანდილ ებრალიძე  („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (“ლეგია”, ვარშავა, პოლონეთი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი).

 

პრესკონფერენციის ბოლოს ქეცბაიამ და კაშიამ საქართველოს ნაკრების ახალი სათამაშო ფორმა წარადგინეს. ამიერიდან ჯვაროსნები  “ადიდასის” ფორმებით შეიმოსება. ცოტა უცნაურია, რომ ფორმა ლურჯ-თეთრი იქნება. ხოლო მას სფფ-ს ლოგოს ნაცვლად საქართველოს სახელმწიფო გერბი დაამშვენებს.

60780

 

საქართველოსა და ლიხტენშტაინის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 5 მარტს, “მიხეილ მესხზე” შედგება და 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 3 ლარი.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ამ ბიჭს ვერაფერი შეაჩერებს! 24 სანტიმეტრით მაღალი ვეგჰორსტიც არ შეიმჩნია (ვიდეო)

“ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედის” მატჩი 2-2 დასრულა. ერთ-ერთ მომენტში 1.73მ-ის გავიმ 1.97მ-ის ვეგჰორსტს თავზე დუელიც მოუგო. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდა ლორისს შეცვლის თუ დე ხეას?

“პირველი არხის” პოდკასტში გიორგი მამარდაშვილის აგენტმა, ლევან სეთურიძემ “ვალენსიაში” მამარდას მომავალზე და ინგლისური კლუბებიდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქებაძე: “სამინისტრომ მილოცვა უკან წაიღო და Facebook-ზე პოსტი წაშალა

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში, ელენე ქებაძე სპორტის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ქებაძემ სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯიუნტოლი რონალდოზე: “არავის ყიდვა არ გვჭირდება”

“ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ რონალდოს “ნაპოლიში” გადასვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდო “ნაპოლიში” წავა? კრიშტიანო მზად არის ხელფასი შეიმციროს

ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, იანვარში “ნაპოლიში” გადავიდეს. როგორც გამოცემის წყარო იტყობინება, პორტუგალი...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდო კვლავ გაბრაზდა – მატჩის დასრულებამდე გასახდელში წავიდა (ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ტოტენჰემი” დამაჯერებლად, 2-0 დაამარცხა. ტენ ჰააგს რონალდო მოედანზე არ გამოუყვანია და პორტუგალიელიც, რო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტენ ჰაგს დე ხეას შემცვლელად მამარდაშვილი მიაჩნია

“მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერ ლიგაში ნაჩვენები შედეგების შემდგომ სატრანსფერო ფანჯარაზე განსაკუთრებით გააქტიურდა და მადრიდის “რეალიდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარი ნევილი: “მანჩესტერ იუნაიტედი” ფეხბურთელთა სასაფლაოდ იქცა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა, რომელიც დღესდღეობით საფეხბურთო ტელეექსპერტად მუშაობს, “წითელი ეშმაკების” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერი” რონალდოს გაგდებას აპირებს

The Sun-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” გუნდიდან კრიშტიანო რონალდოს გაგდებას აპირებს. პრემიერ ლიგაში პირველი 2 წაგების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კავანი “დორტმუნდში” მიდის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი ედინსონ კავანი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს. “ბილდის” ცნობით, 35 წლი...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ მედიას: “ასე გააგრძელეთ და ოდესმე სიმართლეს დაწერთ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ გუნდიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გახდება კრიშტიანუ ხვიჩას თანაგუნდელი?

შესაძლოა, კრიშტიანუ რონალდუ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს. როგორც ცნობილია, 37 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედის” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს “იუნაიტედის” დატოვება და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს კლუბთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა სურს. “დეილი მეილის” ცნობით, პორტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “აიაქსის” ფეხბურთელი დაიმატა

ამსტერდამის “აიაქსის” მცველი ლისანდრო მარტინესი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 24 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა “მანჩე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოლივერ კანი: “რონალდუ “ბაიერნის” ფილოსოფიას არ შეეფერება”

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ კომენტარი გააკეთა. “რონალდუს საკითხი განვიხილეთ....
წაკითხვა