ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიში და პრესკონფერენცია (ვიდეო)
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩისთვის ემზადება. გია გეგუჩაძის გუნდი 1 სექტემბერს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე პოლონეთს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
დღეს 21-წლამდელებმა სწორედ გორში ივარჯიშეს, წვრთნის დაწყებამდე კი მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია ჩაატარა. სამწუხაროდ, ნაკრები ვერც ამჯერად ასცდა დანაკლისს – ბოლო მომენტში სიიდან ამოვარდნილ ლუკა ზარანდიას ამჯერად გიორგი ჩაკვეტაძე დაემატა. თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი ნაკრებთან ერთადაა, თუმცა პოლონეთთან მისი თამაში თითქმის გამორიცხულია წელის ტკივილის გამო.
ვარჯიში ნაყოფიერი გამოდგა – გეგუჩაძემ გუნდს ტაქტიკური მონახაზი დაამუშავებინა და ბოლოს ფეხბურთელებმა კარში დარტყმებზეც ივარჯიშეს.
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი);
მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი ქანთარია (გროდნო, ბელარუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), აკაკი შულაია (დინამო თბ), დავით ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი);
ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი);
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი).