ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესპანეთისთვის მზადება დაიწყო

თარიღი: ოქტომბერი 5, 2015

7 ოქტომბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევის პირველ საშინაო მატჩში ესპანეთის ნაკრებს დაუხვდება.

ალექსანდრე ჩივაძის გუნდი საწვრთნელ შეკრებას თბილისში გადის. ესპანელებთან მატჩში ახალგაზრდულ ნაკრებს ვერ დაეხმარებიან ოთარ კაკაბაძე და გიორგი პაპუნაშვილი. კაკაბაძე ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და დიდი ალბათობით, 8 ოქტომბერს, გიბრალტართან მატჩში მისი დებიუტიც შედგება. გიორგი პაპუნაშვილი კი, ტრავმირებულია.

ალექსანდრე ჩივაძემ საესპანეთოდ შემდეგ შემადგენლობას უხმო:

მეკარეები: ოთო გოშაძე (ქასიმფაშა, თურქეთი), ბექა ქურდაძე (საბურთალო), ბაჩო მიქავა (ლოკომოტივი);

მცველები: ლაშა დვალი (დუისბურგი, გერმანია), გიორგი თევზაძე (დინამო თბ), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია), დავით უბილავა (ლოკომოტივი), გიორგი გადრანი (ჩერნომორეცი, უკრაინა), ჯემალ ტაბიძე (გენტი, ბელგია), ლევან გეგეჭკორი (შუქურა, ქობულეთი), გიორგი ცერცვაძე (ცხინვალი);

ნახევარმცველები: ავთო ენდელაძე (სამტრედია), მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე, ოთარ კიტეიშვილი (ყველა დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიორგი აბურჯანია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი გოროზია (სტაბეკი, ნორვეგია), გიორგი ერისთავი (დილა);

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ცხინვალი), ლევან შენგელია (ტუბიზე, ბელგია), გურამ გოშთელიანი, გიორგი ფანცულაია (ორივე საბურთალო), ილია კერძევაძე (შუქურა);

ხვალ, გუნდები „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიშებს გამართავენ.

ალექსანდრე ჩივაძე და მისი გუნდი „მიხეილ მესხზე“ 17:00 საათიდან გამოჩნდება. ჯერ პრესკონფერენცია გაიმართება, ვარჯიში კი, 17:30 წუთიდან დაიწყება. ესპანეთის ნაკრები 19:00 საათზე ივარჯიშებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი 7 ოქტომბერს, საღამოს 21:00 საათზე დაიწყება.

მატჩზე დასასწრები ბილეთები 7 ოქტომბერს, დილის 11 საათიდან „მიხეილ მესხის“ სტადიონის სალაროებში გაიყიდება და 5 ლარი ეღირება.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ვან დეიკმა დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია

“ლივერპულის” მცველმა, ვირგილ ვან დეიკმა დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა სოციალურ [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კიტეიშვილი: “კლუბებში სიარული არ მიყვარს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიული “შტურმის” უპირობო ლიდერია და “შტურმის” ოფიციალურმა ვებ-გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლესტერმა” ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერს დაადგა თვალი

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი ვარსკვლავი, ფილიპე კოუტინიო, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ბრიტანეთში დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ ამჯერად...
წაკითხვა
ფეხბურთი

რეინა კორონავირუსზე: “25 წუთის მანძილზე ჟანგბადის უკმარისობას განვიცდიდი”

“ასტონ ვილას” 37 წლის კარის დარაჯმა, პეპე რეინამ, პრესასთან კორონავირუსთან ბრძოლაში გამოვლილ რთულ პერიოდზე ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერდინანდს “მანჩესტერში” საულის ხილვა სურს – “დიდებული ფეხბურთელია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა, რიო ფერდინანდმა, პრესასთან საუბრისას საულის მიმართ არსებული სიმპატიები ვერ დამალა. პრესაში [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ატარებს გურამ კაშია 1 დღეს ამერიკულ თვითიზოლაციაში (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ამერიკული “სან-ხოსეს” მცველია. ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობაა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაუტაროს აგენტი: “რეალისა” და “ბარსელონას” ინტერესი მასზე არ მოქმე

მილანის “ინტერის” არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლაუტარო მარტინესის, გადაბირებით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული. ამ საკითხთან დაკა...
წაკითხვა
ფეხბურთი

სკოლარიმ გერმანიასთან განცდილი კრახი გაიხსენა

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე განცდილი კრახი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერგიუსონი ფეხბურთელებს: “თუ ტიტულს ვერ მოვიგებთ, ეს ამ ორი ნაბიჭვრის ბრალი იქნება&#

ვეტერანმა ფეხბურთელმა რობინ ვან პერსიმ “მანჩესტერ იუნაიტედში” ჩატარებული პირველი სეზონი და “მანჩესტერ სიტისთან” მატჩის შემდეგ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბოკა ხუნიორსს” კავანის დამატება სურს

“ბოკა ხუნიორსს” “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდ ედინსონ კავანის დამატება სურს. ამის შესახებ არგენტინული კლუბის დირექტორმა ხორხე [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფა ფედერაციების წარმომადგენლებთან კალენდრის საკითხზე იმსჯელებს

უეფამ ევროპის 55-ივე ფედერაციის გენერალური მდივანი პირველ აპრილს, ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ევროპული ფეხბურთის მმართველი [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიტე: “ნეიმარი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, თუმცა არა შეუცვლელი”

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, ნაკრებისთვის ნეიმარის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის შეუცვლელი არ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრილიშმა კარანტინის წესები დაარღვია და ავარიაში მოყვა (ვიდეო)

“ასტონ ვილას” კაპიტანი ჯეკ გრილიში კარანტინის წესების დარღვევაში გამოიჭირეს. 24 წლის ინგლისელი საკუთარი Range Rover-ის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტერ შტეგენი: “დიეტების დიდი მოყვარული არ ვარ”

კატალონიის “ბარსელონა” თავის ფეხბურთელებს თვითიზოლაციაში ყოფნასა და ფორმის მაქსიმალურად შენარჩუნებას ავალებს. გუნდის კარის დარაჯი ტერ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზუსტად 30 წლის წინ – საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო (ვიდეო)

ზუსტად 30 წლის წინ – 1990 წლის 30 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. […]...
წაკითხვა