ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლუქსემბურგს ვერ მოუგო
გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შეხვედრა საქართველოსა და ლუქსემბურგის 21-წლამდელთან ნაკრებებს შორის, მოულოდნელი შედეგით დასრულდა.
ჩივაძის გუნდმა ჯგუფის გამოკვეთილ აუტსაიდერთან ვერ შესძო გამარჯვების მოპოვება და ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი ფაქტობრივად მინიმალურამდე შეიმცირა.
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-13 წუთზე თავი ლასკაკმა გამოჩინა. წოანსწორობის აღდგენა ქართველებმა 39-ე წუთზე მოახერხეს. გოლი ჯაბა ჯიღაურის ანგარიშზეა.
მეორე ტაიმში ჩვენები უტევდნენ, ბევრს ეცადნენ თუმცა უშედეგოდ… ლუქსემბურგმა გათამაშებაში პირველი ქულა სწორედ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან მოიპოვა.
საქართველო – ლუქსემბურგი 1:1
საქართველო: ნადირაძე, ტვილდიანი, თედორე გრიგალაშვილი, უბილავა, კვეკვესკირი (კ), პაპავა (ენდელაძე, 81), პაპუნაშვილი, ჯიღაური (ტარყაშვილი, 90+2), ძალამიძე, ზივზივაძე (საბა ლობჟანიძე, 55), ფანცულაია.
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.
ლუქსემბურგი: ფრიზინგი (კ), სანტოსი, სპელერი, ფოგელი, დრაგოვიჩი, აგოვიჩი, მარტინსი, ლასკაკი (დეიდა, 61), სინანი (მერშჩი, 79), ედის აგოვიჩი (ტოდოროვიჩი, 46), გომესი.
მთავარი მწვრთნელი: რეინჰოლდ ბრეუ.
გოლები: 0:1 ლესცაკი (14′), 1:1 ჯიღაური (39′)
გაფრთხილება: მარტინსი (71), დენის აგოვიჩი (73), დრაგოვიჩი (89)
მთავარი მსაჯი: ანატოლი ვიშნიჩენკო (ყაზახეთი)