ახალი არენა ძალოსნობის ჩემპიონატს უმასპინძლებს
10–12 სექტემბერს ახალი არენა, რომელიც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენდა, ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ეს ტურნირი ქართველი ძალოსნებისთვის ოქტომბერში, მაიამიში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გენერალური რეპეტიცია იქნება, ამიტომ თავს ქვეყნის ყველა საუკეთესო ძალოსანი მოიყრის.
მათ შორის იქნებიან: ირაკლი თურმანიძე (+105 კგ), ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი, ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (V ადგილი), საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი; რაულ ცირეკიძე (94 კგ). ევროპის ჩემპიონი (2012წ), საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი; ვილიამინ ალექსიძე (94 კგ), ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი ჭაბუკთა შორის; გია მაჭავარიანი (105კგ), ევროპის ვიცე ჩემპიონი (2011), საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი; ალუდა მანაგაძე (105კგ), საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი; გიორგი ჩხეიძე (105კგ), მსოფლიო თასის გათამაშებაში გამარჯვებული 18-წლამდელთა შორის; გიორგი ლომთაძე (77კგ), ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის, ევროპის პრიზიორი იუნიორთა შორის;
ჭაბუკ ძალოსანთა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის (15 და 17 წ.წ.) პრიზიორები: არჩილ მალაყმაძე ( 56კგ), ირაკლი ჩხეიძე (77 კგ) და რევაზ დავითაძე (77კგ).
საქართველოს ჩემპიონატის საშეჯიბრო განრიგი ასეთია:
10 სექტემბერი: 56 კგ; 62 კგ; 69 კგ;
11 სექტემბერი: 77 კგ; 85 კგ; 94 კგ;
12 სექტემბერი: 105 კგ; +105 კგ;