ახალი ასიანი: დიმიტრი ტატანაშვილი

თარიღი: ივნისი 25, 2017

ეროვნული ჩემპიონატის “ასიანთა კლუბს” ახალი წევრი შეემატა. 16 ივნისს საჩხერის „ჩიხურამ“ სტუმრად ფოთის „კოლხეთი“ 3:1 დაამარცხა, რაშიც ლომის წილი დიმიტრი ტატანაშვილმა დაიდო. ზემოიმერელთა 33 წლის ფორვარდმა 67-ე წუთზე ანგარიში გახსნა და სწორედ ეს იყო მისი მეასე გოლი საქართველოს ჩემპიონატებში. ტატანაშვილი არც ამას დასჯერდა და მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა, შესაბამისად, “ასიანთა კლუბის” ახალ ბინადარს უკვე 102 გოლი მოუგროვდა.

“სულ ახლახანს გავიგე “ასიანთა კლუბის” წევრი რომ გავხდი და საოცარი შეგრძნება დამეუფლა. საქართველოს ჩემპიონატში არაერთ გამორჩეულ თავდამსხმელს უთამაშია და მოხარული ვარ, მათ შორის რომ დავიკავე ადგილი. სტატისტიკით დეტალურად არასდროს ვინტერესდებოდი და არც ჩემს გოლებს ვითვლიდი, ამასობაში კი თურმე ამხელა მონაგარის ავტორი გავხდი. იმის გათვალისწინებით, რომ კარიერის ნაწილი უცხოეთშიც მაქვს გატარებული, საქართველოს ჩემპიონატში გატარებული 102 გოლი კიდევ უფრო კარგ შედეგად მოჩანს”, – გვითხრა ტატანაშვილმა.

ამ 102 გოლიდან რომელიმეს გამორჩევა უჭირს, ამბობს, რომ მისთვის მთავარი ყოველთვის გუნდის ინტერესებია, თუმცა მისი, როგორც ფორვარდის უშუალო მოვალეობა, სწორედ გუნდის გოლების რაოდენობაზე ზრუნვაა.

“ვფიქრობ, რომ საინტერესო კარიერა გავიარე და ჩემი გუნდებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე. გამოვარჩევდი თბილისის „ამერში“ გატარებულ პერიოდს, რომლის შემადგენლობაშიც არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩავატარე შიდა ასპარეზზეც და ევროტურნირებზეც.”

ტატანაშვილსა და „ჩიხურას“ მორიგი ევროგამოცდა ელით. ევროპა ლიგაზე საჩხერელთა მეტოქე ავსტრიული „ალტახი“ იქნება.

“ჩიხურამ” ევროტურნირებზე უკვე საკმაო გამოცდილება დააგროვა, გუნდი მზად არის იმისთვის, რომ საერთაშორისო არენაზე ქართული ფეხბურთი დადებითი კუთხით წარმოაჩინოს. პირადად მე ევროთასებზე უკვე არაერთ შეხვედრაში მიმიღია მონაწილეობა და ყველანაირად ვეცდები, რომ „ჩიხურას“ ჩემი გამოცდილება გამოადგეს. რაც შეეხება მეტოქეს, გამორიცხულია, ავსტრიის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი ცუდი გუნდი იყოს, მაგრამ თუ ჩვენი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა შევძელით, ამ ბარიერის გადალახვა სრულიად შესაძლებელი იქნება.”

ევროთასების პარალელურად კი, ტატანაშვილისა და მისი თანაგუნდელების ამოცანა შიდა ასპარეზზე პოზიციების გაუმჯობესებაა.

“საქართველოს ვიცე-ჩემპიონები ვართ და შესაბამისად, სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილი ვერაფრით დაგვაკმაყოფილებს. შეიძლება ითქვას, სეზონის პირველ ნახევარში ჩემპიონატის ახლებურ ფორმატთან გავდიოდით ადაპტაციას, მესამე და მეოთხე წრეში კი, დარწმუნებული ვარ, შედეგებს საგრძნობლად გავაუმჯობესებთ. ძალიან დაძაბული ჩემპიონატი გვაქვს, ყველა თამაშში ბრძოლაა და იმედია, სეზონის ბოლომდე ჩვენს სათქმელს ვიტყვით, უიმედოდ ნამდვილად არ ვართ”, – ამბობს ჩვენი ჩემპიონატის ახალი ასიანი.

საქართველოს ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლაშა შინდაგორიძემ ბელარუსის ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ გაიტანა (ვიდეო)

19 აგვისტოს მე-16 ტურის შეხვედრა გამართა “შახტიორ სოლიგორსკმა”, სადაც რამდენიმე კვირის წინ თბილისის “საბურთალოს” აწ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტომას ტუჰელი: “ნეიმარი ვერსად წავა, სანამ შემცვლელს არ მოვიყვანთ”

18 აგვისტოს ლიგა 1-ის მეორე ტურში “პარი სენ-ჟერმენმა” მოულოდნელი მარცხი იწვნია “რენის” წინააღმდეგ (2-1). შეხვედრაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავიდ ლუისი: “არსენალს” შეუძლია რაღაც დიდისთვის იბრძოლოს”

ლონდონის “არსენალის” ახალწვეულმა, დავიდ ლუისმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ “მეთოფეთა” შესაძლებლობებში დარწმუნებულია და ყ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ბრუინი აიმერიკს გამოექომაგა: “ლაპორტს ხელი უნდა მოეჭრა და მის გარეშე ეთამაშა?R

“მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთი ლიდერი, კევინ დე ბრუინი, “ტოტენჰემთან” მატჩში ბოლო წუთებზე არჩათვლილ გოლს ეხმაურება. შეგახსენებთ, [...
წაკითხვა
ფეხბურთი

რიბერის აგენტი: “რუსულ კლუბთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს”

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრის, ფრენკ რიბერის, აგენტი ჟან-პიერ ბერნე ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “ბაიერნის” [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოაო ფელიშმა სადებიუტო მატჩში დაზიანება მიიღო

19 აგვისტოს მადრიდის “ატლეტიკომ” ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონის გახსნითი შეხვედრა ჩაატარა. სიმეონეს გუნდმა”ხეტაფესთან” მატჩში...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანი ალვეშმა “სან პაულუში” დებიუტი გოლით აღნიშნა (ვიდეო)

18 აგვისტოს, ბრაზილიის ჩემპიონატში “სან პაულუმ” საკუთარ მოედანზე “სეარა” მიიღო. ამ მატჩში “სან პაულუს” რიგებში [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცრემლებამდე მისული მოურინიო: “ფეხბურთი მენატრება”

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო, აღიარებს, რომ ფეხბურთში დაბრუნება სურს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 18 აგვისტო

იკარდი “ნაპოლის” უახლოვდება მაურო იკარდი ჯერ კიდევ “ინტერის” ფეხბურთელია, მაგრამ ცნობილია, რომ კლუბის ხელმძღვანელობას მისი [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრუიჩი: “ფილიპე კოუტინიო ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება”

“ბარსელონაში” ფილიპე კოუტინიოს 18-თვიან პატიმრობას ბოლო მიუნხენის “ბაიერნმა” მოუღო. ბრაზილიელი ვარსკვლავის ბავარიაში გადაბარგე...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობინ ვან პერსი “არსენალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის მიზ

ზუსტად შვიდი წლის წინ რობინ ვან პერსი ყველასათვის გასაკვირად ლონდონის “არსენალიდან” “მანცესტერ იუნაიტედში” გადაბარგდა. დიდი [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეშლი კოულმა კარიერა დაასრულა

ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ეშლი კოულმა პროფესიული კარიერა დაასრულა. 38 წლის მოთამაშე სხვადასხვა წლებში ლონდონის “არსენალის”, [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალო” ფრანგმა ლიდერმა დატოვა

თბილისის “საბურთალო” ფრანგმა ლეგიონერმა, ვაგნერ გონსალვეშმა დატოვა. გონსალვეში სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა კლუბს. “მადლობ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაულო დიბალას ულამაზესი გოლი ამხანაგურ შეხვედრაში (ვიდეო)

17 აგვისტოს, ტურინის “იუვენტუსმა” სერია C-ში მოასპარეზე “ტრიესტინასთან” ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე მინიმალური სხვაობით...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპა ლიგის ნაყოფი – ვინ უნდა გამოიძახოს ვაისმა ნაკრებში?

ეროვნული ლიგის 2 გამორჩეული გუნდი, თბილისის “დინამო” და თბილისის “საბურთალო” ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან [&helli...
წაკითხვა