ახალი დეტალები – რა ვითარებაში დაიკარგა “საბურთალოს” ფეხბურთელი?
“საბურთალოს” აკადემიის 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი უკვე მე-3 დღეა რაც დაკარგულად ითვლება და მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მცხეთაში დაქირავებულ აგარაკზე მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც სტუმრებს შორის კონფლიქტი დაიწყო და შაქარაშვილი ჩხუბისგან თავის არიდების მიზნით, აგარაკს ტოვებს და თბილისის მიმართულებით ფეხით მიემართება.
გიორგიმ და მისმა მეგობარმა ტაქსი თბილისიდან გამოიძახეს და ავტობანზე ელოდებიან, რა დროსაც, მათ წინ “მერსედესის” ტიპი მანქანა ჩერდება. მანქანაში ძალით გიორგის მეგობარი ჩაისვეს, ხოლო, შაქარაშვილი გაქცევას ახერხებს და სწორედ აქ ქრება მისი კვალი.
შაქარაშვილის ჩანთა, სადაც თმის ჟელე და სავარცხელი ედო, მდინარე არაგვის ერთ-ერთ ნაპირზე ნახეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე აღძრა.