ახალი მწვრთნელები საქართველოს ნაკრებში

თარიღი: ოქტომბერი 10, 2020

ფრანგულ შეკრებაზე ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს სამი მაღალი დონის სპეციალისტი დაემატება და ისინი გუნდში „შემოდგომის ერთა თასის“ დასრულებამდე დარჩებიან.

ახალი მწვრთნელები იქნებიან: ფრანგი შერკინების მწვრთნელი, საფრანგეთის ნაკრები ყოფილი კვაჭი და შერკინების მწვრთნელი 2019 წლის მსოფლიო თასზე სებასტიან ბრუნო, რომელსაც ‘ბეზიეში’, ‘პოში’, ‘სეილ შარქსსა’ და ‘ტულონში’ უთამაშია;

‘ლონდონ აირიშის’, ‘ალსთერის’ და ირლანდიის ნაკრების ყოფილი მორაგბე, ასევე ‘ალსთერისა’ და ‘გლოსთერის’ ყოფილი მწვრთნელი დევიდ ჰემფრიზი, რომელიც ლევან მაისაშვილის კონსულტანტი იქნება;

შეტევისა და ხაზის მწვრთნელი ნილ დოკი იქნება, რომელსაც ‘ალსთერში’, ‘მზარდ ირლანდიაში’ და ‘ვუსთერ უორიორზში’ უმუშავია.

შევსებით კმაყოფილია მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი:

„მაღალი დონის სპეციალისტებით გაძლიერებას „რვა ერის“ დაანონსებამდეც ვგეგმავდით და სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავდით. საფრანგეთში შემოგვიერთდება სამი მათგანი – შერკინების მწვრთნელი სებასტიან ბრუნო, რომელიც ‘ტულონში’ ქართველებთან ერთად იყო და კარგად ახასიათებენ. თავიდანვე ვიცოდით, რომ შერკინების მწვრთნელი ფრანგი უნდა ყოფილიყო, რადგან ფრანგები ბიჭებთან უფრო თავსებადობაში არიან, ვიდრე ბრიტანელებთან. ბრუნო შერკინებაში გიორგი ჩხაიძესთან ერთად იმუშავებს“.

„ირლანდიელი დევიდ ჰემფრიზი ჩემი კონსულტანტი იქნება. მას ძალიან დიდი საკლუბო და საერთაშორისო გამოცდილება აქვს. საერთო ნაცნობებმა ის კარგად დაახასიათეს და მისი გამოცდილება აუცილებლად გამოგვადგება. დიდი გამოცდილება აქვს შეტევის მწვრთნელ ნილ დოკსაც“.

მოგვიანებით, უკვე უშუალოდ „შემოდგომის ერთა თასისთვის“ ბორჯღალოსნებს მეოთხე მწვრთნელი, მათთვის კარგად ნაცნობი კელვინ მორისი შეუერთდება:

„მსოფლიო რაგბიდან ჩვენთან მოვლინებულია კელვინ მორისი, მაღალი დონის სპეციალისტი. ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ მსოფლიო რაგბიდან სწორედ ის ჩართულიყო ჩვენს მზადებაში, რადგან მას მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც კარგად ვიცნობთ“.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პორტუგალიასთან მატჩში

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ორ წლიანი […]...
წაკითხვა
რაგბი

არტემიევი: “საქართველოსთან თანაბრად ბრძოლისთვის მზად ვართ”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების ლიდერმა, ვასილი არტემიევმა საქართველოსთან გამართული მატჩი შეაფასა და თქვა, რომ მისი გუნდი […]...
წაკითხვა
რაგბი

ვალერი მოროზოვი: “საქართველოს ნაკრები უნდა დაგვემარცხებინა”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ვალერი მოროზოვმა საქართველოსთან გამართული შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ მის გუნდს […]...
წაკითხვა
რაგბი

ირაკლი აბუსერიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე საჯარო რეესტრისგან უარი მიიღო

საქართველოს რაგბის კავშირს პრეზიდენტი ისევ არ ჰყავს. საჯარო რეესტრმა კიდევ ერთხელ განიხილა ირაკლი აბუსერიძის მიმართვა, […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: ‘რუსეთთან თამაშისას იმხელა პასუხისმგელობას ვგრძნობთ, რომ ეს ხელს გვი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ რუსეთთან გამარჯვების (16:7) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “მე რაც მაქვს […]...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი: “იმის საფრთხე, რომ ეს თამაში წაგვეგო, არცერთ ეტაპზე არ იდგა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა რუსეთთან გამარჯვების (16:7) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. “რა [...
წაკითხვა
რაგბი

“მიმაჩნია, რომ კარგად ვითამაშეთ” – რუსეთის ნაკრების მწვრთნელი საქართველო

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლინ ჯონსმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩში, საქართველოსთან მარცხის (16:7) შემდეგ […]...
წაკითხვა
რაგბი

‘თუ საქართველოს დავამარცხებთ, პუტინმა გმირის წოდება უნდა მომანიჭოს’ – რუ

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლილ ჯონსი ხუმრობით აცხადებს, რომ თუ მისი გუნდი საქართველოს დამარცხებას […]...
წაკითხვა
რაგბი

გამარჯვებულმა მორაგბემ მსაჯი ხელში აიტაცა და წითლი ბარათი მიიღო (ვიდეო)

საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო დივიზიონში ძალიან სახალისო მომენტი დაფიქსირდა. ბოლო წუთზე მოპოვებული ლელოს წყალობით გახარებულმა […]...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: ლაშა ჯაიანი “უოსპსში” ითამაშებს!

ბორჯღალოსანი მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი ინგლისში დაბრუნდება და კარიერას პრემიერშიფის “უოსფსში” გააგრძელებს. “უოსფსი” 153 წლის წინ...
წაკითხვა
რაგბი

ნიკა ამაშუკელი – პირველი ქართველი რეფერი, რომელიც ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს

ნიკა ამაშუკელი გახდება პირველი ქართველი რეფერი, რომელიც ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს. 17 […]...
წაკითხვა
რაგბი

საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი უთხრა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი განუცხადა. მიზეზად წესდების დარღვევით […]...
წაკითხვა
ბლოგი

2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეული სპორტული ფოტო

ფოტოსააგენტო Getty Images, Reuters-თან და AFP-სთან თანამშრომლობის შედეგად 2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეულ ფოტოს გვთავაზობთ. […]...
წაკითხვა
რაგბი

ზირაქაშვილი: “ეს იქნება სამარცხვინო… ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მორაგბემ დავით ზირაქაშვილმა რაგბის კავშირის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. ზირაქაშვილმა კიდევ ერთხელ [&hellip...
წაკითხვა
რაგბი

ჩხუბი საქართველოს ჩემპიონატში – მსაჯმა ორ მორაგბეს წითელი ბარათი უჩვენა (ვიდეო)

დღეს, საქართველოს დიდი 10-ის მეოთხე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს “არმაზი” და “ყოჩები დაუპირისპირდნენ. მატჩი [&helli...
წაკითხვა