ახალი მწვრთნელების წარდგენა

თარიღი: ნოემბერი 7, 2016

ნოემბრის ტესტების პირველ მატჩამდე ერთი კვირით ადრე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და მისმა ასისტენტმა ლევან მაისაშვილმა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას სამწვრთნელო შტაბის ორი ახალი წევრი წარუდგინა.

 

ორივე ავსტრალიელია – შერკინების მწვრთნელი ბრედ ჰარისი და ხაზის კონსლუტანტი, ცნობილი სპეციალისტი რიჩარდ გრემი, რომელიც ბორჯღალოსნებს ოკეანეთის ტურნეშიც ეხმარებოდა. აღსანიშნავია, რომ გარდა უშუალო მოვალეობისა, ორივე სპეციალისტი ჩაერთვება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების და სარაგბო აკადემიის საქმიანობაში, რაც ქართულ რაგბის დიდ წარმატებას მოუტანს.

 

პრესკონფერენცია გოჩა სვანიძემ გახსნა: „მინდა წარმოგიდგინოთ ბორჯღალოსნების ორი ახალი მწვრთნელი – რიჩარდ გრემი ყველასათვის კარგადაა ცნობილი. ის სხვადასხვა დონეზე წარმატებით მოღვაწეობდა და ივნისში, ოკეანეთის წარმატებულ ტურნეზე, წარმატებით თანამშრომლობდა საქართველოს ნაკრებთან. ბრედ ჰარისი შედარებით ახალი სახეა, თუმცა ის გუნდს კარგად მოერგო და დარწმუნებული ვარ, მათთან ერთად ქართული რაგბი კიდევ უფრო წინ წავა.

 

“გარდა ნაკრებისა, ორივე მათგანი დახმარებას გაუწევს ახალგაზრდულ ნაკრებებს და რაგბის აკადემიას, ახალგაზრდა მწვრთნელებს, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანი ერთი კონკრეტული თამაშის მოგება კი არა, სარაგბო ელიტაში შესვლა და იქ დამკვიდრებაა. ამას სისტემური მიდგომა ჭირდება და დარწმუნებული ვარ, ამ ორი ადამიანის გამოცდილების გაზიარებით, მიზნის მიღწევა უფრო ადვილი იქნება“.

 

ბორჯღალოსნების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც არჩევანი ავსტრალიელებზე შეაჩერა: „დავეთანხმები ბატონ გოჩას და ვიტყვი, რომ ოკეანეთის წარმატებულ ტურნეში რიჩის წვლილი უდიდესია. მის გარეშე ასეთი შედეგის მიღწევა გაგვიჭირდებოდა. წინ რთული ნოემბერი გველის – სამი ურთულესი შეხვედრა უძლიერეს კონკურენტებთან და თუ გვსურს წარმატებული სვლა გავაგრძელოთ, გუნდში ძლიერი მწვრთნელების ყოლა აუცილებელია. ისინი ხელს შეუწყობენ ჩვენს ტექნიკურ განვითარებას და მე და ლევანს დიდ დახმარებას გაგვიწევენ.

 

“გაგვიმართლა და კარგია ორი ასეთი დონის მწვრთნელებმა ჩვენთან მუშაობისთვის დრო რომ გამონახა. ბრედს ავსტრალიის ნაციონალურ ჩემპიონატში და სუპერ რაგბის ‘ბრამბისის’ მეორე გუნდთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის ჩვენი მორკინალების თამაშის ტექნიკურ მხარეს გააძლიერებს.

 

“რიჩარდს ‘სარასენსში’ ედი ჯოუნზთან მუშაობის გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, ის სუპერ რაგბში ‘რედსსა’ და ‘ვესტერნ პროვანსში’ მუშაობდა და ზურგს უზარმაზარი სანაკრებო გამოცდილებაც უმაგრებს. მათი გამოცდილება და ცოდნა, სიახლეები, რასაც ისინი ჩვენს გუნდში შემოიტანენ, აუცილებლად დაგვეხმარება განვითარებაში და უკეთ გახდომაში.

 

‘მინდა ხაზი გავუსვა, რომ გარდა კარგი სპეციალისტებისა, ბრედი და რიჩარდი კარგი ადამიანები არიან. მათ პირველივე დღიდან გაითავისეს ჩვენი გუნდის, მენტალობა, ფასეულობები და მოთამაშეებთან მარტივად გამონახეს საერთო ენა. ამრიგად, გარდა კარგი სპეციალისტებისა, ჩვენი გუნდი ორი კარგი ადამიანითაც გაძლიერდა“.

 

ბრედ ჰარისი: „ჩემთვის დიდი პატივია რომ მომეცა შესაძლებლობა მემუშავა საერთაშორისო დონეზე და საქართველოს ნაკრებში. ქართული შერკინების ძალა მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი და ნოემბრის ტესტებისთვის რაიმე განსაკუთრებული ცვლილებების შეტანას არ ვაპირებ. მორკინალებთან ტექნიკური მხარეების და სისტემების გაუმჯობესებაზე ვიმუშავებ, როგორებიცაა შერკინება, დერეფანი, რაქი და მიწაზე თამაში. რა თქმა უნდა იქნება ინდივიდუალური მუშაობებიც“.

 

რიჩარდ გრემი: „ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც უყურებს რაგბს, იცის თუ რას წარმოადგენს საქართველოს ნაკრები. ჩემთვის დიდი პატივი იყო, როდესაც მილტონ ჰეიგი დამიკავშირდა და მომცა ამ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა. მე ბორჯღალოსნებთან ერთად ერთი თვე გავატარე ოკეანეთის ტურნეზე და კარგად შევიცანი ქართველი მორაგბეების მენტალური მხარე. ჩემი მიზანია, რომ გავაუმჯობესო ქართველი უკანახაზელების თამაშის ხარისხი, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და დავამყაროთ ბალანსი მორკინალებსა და ხაზის მოთამაშეებს შორის, რათა ვითამაშოთ ბოლომდე 15-კაცა რაგბი.

 

“მილტონთან ბევრს საუბრობდი იმ სისტემაზე, რაზეც აწყობილია საქართველოს ნაკრები. ასევე, ბევრს ვსაუბრობდი ლევანთან, რათა გამეგო როგორია ნაკრების ხედვა ადგილობრივი მწვრთნელის მხრიდან, როგორია შიდა პირველობა. ამ ყველაფრის შემდეგ, მე უკვე ვიცი როგორ შეიძლება ჩემს მიერ დასახული გეგმების განხორციელება“.

 

ლევან მაისაშვილი: „ორივე მწვრთნელი ძალიან კარგი, უშუალო ადამიანია. რიჩარდთან ოკეანეთის ტურნეზე ერთი თვე გავატარე. იშვიათად მინახავს უცხოელი ბიჭებთან ურთიერთობაში ასე მარტივად შესულიყოს. ბრედი შედარებით ახალი ჩამოსულია და უმოკლეს დროში აუღო ალღო ჩვენს სპეციფიკას. მათი პიროვნული თვისებები და გუნდური მუშაობის პრინციპები კარგადაა შერწყმული. ამ ეტაპზე კმაყოფილები ვართ, ორივე მაღალი დონის სპეციალისტია  და დანარჩენს დრო გვიჩვენებს“.

 

დოსიე

 

ბრედ ჰარისი – სამწვრთნელო კარიერა 11 წლის წინ ირლანდიაში დაიწყო, როდესაც რაგბის კლუბ ‘ნევენის’  მწვრთნელადდაინიშნა და კლუბის 85-წლიან ისტორიაში პირველად, ‘ოლ აირლანდ ლიგში’ (ახლა ცნობილია როგორც ‘ალსთერბანკ ლიგი’) გუნდის აყვანა შეძლო. შემდეგ დაბრუნდა ავსტრალიაში, სადაც კანბერა ‘ვაიკინგსში’ ჯერ დუბლიორებს წვრთნიდა, ხოლო შემდეგ სამწრთნელო პროგრამის ხელმძღვანელადდაინიშნა, მოგვიანებით კი, პირველი გუნდის მწვრთნელი გახდა. იგი ასევე წვრთნიდა სუპერ რაგბის ავსტრალიური ფრანჩიზის, ბრამბიზის ‘ა’ გუნდს. 2015 წელს ავსტრალიელმა ბარბაროსების ახალ ზელანდიურ ტურნეში დამხმარე მწვრთნელად მიიღო მონაწილეობა. ამ გუნდებში მის სამწვრთნელო პროგრამის უმნიშვნელოვანეს როლს შერკინების მწვრთნელობა წარმოადგენდა, ხოლო 2016 წელს იგი NRC-ის (National Rugby Championship – სარაგბო ეროვნული პირველობის უმაღლესი ლიგა, რომელიც სუპერ რაგბის შემდეგ სიდიდით მეორეა ავსტრალიაში) ‘ქანთრი იგლზის’ შერკინების მწვრთნელად დაინიშნა.

 

რიჩარდ გრემი – მან ბორჯღალოსნებთან პირველად წლევანდელი ოკეანეთის ტურნეს დროს იმუშავა, როდესაც მილტონ ჰეიგს უკანა ხაზის გაწვრთნაში ეხმარებოდა. რაგბის მოყვარულთათვის იგი კარგადაა ნაცნობი, ვინაიდან წლების განმავლობაში სუპერ რაგბის ავსტრალიური ‘რედსისა’ და ‘ვესთერნ პროვანსის’ თავკაცი იყო, თუმცა სამწვრთნელო დებიუტი ევროპაში ჰქონდა –  2002 წლიდან 2006 წლამდე პრემიერშიპის ‘ბასში’ დამხმარე მწვრთნელი იყო. შემდეგ იგი ‘სარასენსში’ გადავიდა, სადაც ედი ჯონზის ასისტენტი იყო, ბოლოს კი, მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 2009-2010 წლებში გრემი ვოლაბების უნარების მწვრთნელად მუშაობდა, ხოლო შემდეგ, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კარიერა სუპერ რაგბში გააგრძელა.

 

რიჩარდ გრემი ნოემბრის ტესტებისთვის ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს ხაზისა და დაცვის საკითხებში, კონსულტანტის სტატუსით დაეხმარება. მის მოვალეობებში შევა მთავარი მწრვთნელის დახმარება ტესტ მატჩებისთვის შესაბამისი სტრატეგიის შერჩევისას, დაცვის და ხაზის მწვრთნელების დახმარება.

Rugby.Ge

მსგავსი სიახლეები
რაგბი

გოჩა სვანიძის განცხადება, რუსეთის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე

დღეს, 19 ივლისს, რუსეთის რაგბის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების […]...
წაკითხვა
რაგბი

17 წლის ქართველი მორაგბე, რეზი თაბაგარი გარდაიცვალა

სარაგბო კლუბ “არწივების” მოთამაშე, 17 წლის რეზი თაბაგარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია გუშინ […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსულმა კლუბმა ორ ქართველ მორაგბეებს თვალის ჟესტის გამო კონტრაქტი გაუწყვიტა

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სარაგბო ჩემპიონატის კლუბ “სლავას” ქართველმა მოთამაშეებმა რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ […]...
წაკითხვა
რაგბი

დღის ფოტო: რა ხდება ტოკიოს ქუჩებში?

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც […]...
წაკითხვა
რაგბი

ბრიტანელ მორაგბეს მუხლი ამოუვარდა, შემდეგ ჩაისვა და თამაში გააგრძელა (ვიდეო)

ბრიტანული “ჰალის” მორაგბე ჯო ვესტერმანმა სუპერ ლიგაში, “ჰალ კინგსტონ როვერსთან” გამართულ შეხვედრაში მებრძოლი ხასიათი გამოავლინ...
წაკითხვა
რაგბი

მსოფლიო თასისთვის 43 მორაგბე მოემზადება

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან. რაზმში 26 […]...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი ზურაბ ჟვანიაზე: “ის არ არის იმ ფორმაში, რომ ნაკრებში იყოს”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა ზურაბ ჟვანიას საკითხზე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
რაგბი

“ცუდია, რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია” – ზურაბ ჟ

უახლოეს ხანებში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისათვის გაფართოებული შემადგენლობა უნდა [&hellip...
წაკითხვა
რაგბი

თედო აბჟანდაძის ჟესტი აქციაზე დაზარალებულთა მხარდასაჭერად (ვიდეო)

22 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისათვის მატჩში იტალის დაუპირისპირდა და 17:29 დამარცხდა. […]...
წაკითხვა
რაგბი

მომავალ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფი ცნობილია

2019 წლის 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ფიჯი 12:8 დაამარცხა, რითაც […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო U20 – ფიჯი U20 – ბოლო წუთები (ვიდეო)

17 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე, მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან [&hell...
წაკითხვა
რაგბი

გულშემატკივრები მამუკა გორგოძის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას სთხოვენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გულშემატკივართა ნაწილი გუნდის ყოფილი კაპიტნის, მამუკა გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას ითხოვს. ინტელექტუალური თამაშის [&hel...
წაკითხვა
რაგბი

ზელანდიელთა ჰაკა საქართველოს 20-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ (ვიდეო)

4 ივნისს, მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა. უმცროსი ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიას […]...
წაკითხვა
რაგბი

სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდაშანაულოდ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის საქმეში, რამაც გამოიწვია […]...
წაკითხვა
რაგბი

ვიტო კოლელიშვილი: “რაგბიდან არ წავსულვარ”

ბორჯღალოსანი ვიტო კოლელიშვილი, ტვინის შერყევების სიმრავლიდან გამომდინარე იძულებული გახდა, რომ ერთწლიანი შესვენება აეღო და შესაბამისად, 2019 წლის მსოფლ...
წაკითხვა