ახალი შესარჩევი ახალი იმედებით – ევროტური ირლანდიით იწყება

თარიღი: სექტემბერი 5, 2014

7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ახალ შესარჩევ ციკლს დაიწყებს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გაზრდილია და ტრადიციულად ქართველი გულშემატკივარიც გულის სიღრმეში მაინც ოპტიმისტურად ხვდებიან ნაკრების ისტორიაში ახალი ეტაპის დაწყებას.

წარმატების მიღწევის სურვილი და იმედი გუნდის მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაისაც აქვს. ეროვნული გუნდის შეკრების პირველ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნაკრების თავკაცმა განვლილ სამუშაოზე ისაუბრა და ახალი ციკლის წინ ნაკრებს ახალი მიზნებიც დაუსახა.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ირლანდიას უმაპსინძლებს. წარმატებული სტარტი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თანაც თუ ჯგუფიდან გასვლაზე გვაქვს პრეტენზია საგზურისთვის ბრძოლაში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი სწორედ ირლანდია იქნება. ამიტომ, ამ შეხვედრის შედეგს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

საქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე მეტოქემ ამხანაგურ მატჩში ომანს სძლია. მარტინ ონილმა იმ შეხვედრაში ბევრ მოთამაშეს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. ძირითადში დაიწყო ნაკრებში დაბრუნებულმა შეი გივენმა. ბოლო ნახევარი საათი რობი კინმაც ითამაშა, რაც იმას ნიშნავს, რომ ირლანდიელთა საუკეთესო ბომბარდირი, რომელსაც მცირე დაზიანება აწუხებდა, თბილისურ მატჩშიც მიიღებს მონაწილეობას.

000770a6-642

გუნდების დაპირისპირების ისტორია 5 შეხვედრას ითლვის და სამწუხაროდ ჩვენთვის სასიამოვნო გასახსენებელი არცერთი მათგანი არ არის.

პირველად საქართველო და ირლანდია ერთმანეთს 2003 წლის 29 მარტს დაუპირისპირდნენ. ის შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და სტუმრების გამარჯვებით, 1:2 დასრულდა. ირლანდიელებმა დოჰერტის მიერ 85-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვეს. იმავე ციკლის განმეორებით შეხვედრაში კი ბრიტანელებმა 2-0 მოიგეს.

3272391255_a4862ca0b8_b

შემდეგი მატჩი 2008 წელს შედგა. რუსეთის აგრესიის გამო საქართველოში გასამართი შეხვედრა ნეიტრალურ მოედანე, გერმანულ მაინცში შედგა და კვლავ ირლანდიელთა გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა დუბლინურ მატჩიც, სადაც კუპერის გაწვრთნილი ნაკრები პირველივე წუთზე იაშვილის გოლით დაწინაურდა, თუმცა მსაჯის აშკარა შეცდომის გამო ირლანდიელებმა ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ კი გამარჯვების გოლიც გაიტანეს.

giori-loria-is-sent-off-262013-630x417

საქართველოსა და ირლანდიის ბოლო შეხვედრა 2013 წელს დუბლინში, ულამაზეს “ავივა სთეიდიუმზე” შედგა. ქეცბაიას შეგიდრები მე-20 წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და ირლანდიელებს ამხანაგური მატჩის მოგება არ გასჭირვებიათ. მასპინძლებმა მეტოქის კარში 4 უპასუხო გოლი გაიტანეს. აღსანიშნვია, რომ ნაკრების სათავეში თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ ეს ერთადერთი მატჩი იყო, რომელიც ნაკრებმა 2-ბურთიანზე მეტი სხვაობით წააგო.

მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთშეხვედრებში ასეთი კატასტროფული სტატისტიკაა, ახალი შესარჩევი ციკლი ყოველთვის ახალ იმედებს უკავშირდება. თანაც, საშინაო კედლების ფაქტორიც დამატებითი მოტივაცია უნდა გახდეს ჩვენი ფეხბურთელებისთვის. ისიც ფაქტია, რომ ტიპიური ბრიტანული სტილის გუნდებს ტექნიკური ფეხბურთელების წინააღმდეგ ყოველთვის უჭირდათ. საბედნიეროდ, ასეთი ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელები ნაკრების შემადგენლობაში ახლაც არიან. ასე რომ, მონდომების, ბრძოლისა და რა თქმა უნდა გულშემაკივართა მხურვალე მხარდაჭერით ირლანდიის დონის გუნდთან თამაში და წარმატებაზე ფიქრი ნამდვილად შეიძლება. უკვე დროა, რომ ირლანდიელეთან ჩამოყალიბებული უსიამოვნო ტრადიცია დავარღვიოთ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დიბალა: “რონალდუს ვუთხარი, რომ არგენტინაში ჩვენ ის გვეზიზღება”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდუ არგენტინაში პოპულარული არ არის და ამის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი შემთხვევა, როცა რონალდო და კრიშტიანო რონალდუ ერთმანეთს მოედანზე შეხვდნენ (ვიდეო)

ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულ მოთამაშეებს – კრიშტიანო რონალდუსა და ბრაზილიელ რონალდოს ერთმანეთთან მოედანზე შეხვედრა მხოლოდ ერთხელ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველო – ბელარუსი ისევ გადაიდო

დღეს უეფას ხელმძღვანელებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს, რომელსაც ევროპის ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ვიდეოკონფერენცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთაისის “ტორპედოს” მფლობელი კვლავ ზაალ ჩაჩავაა

ქუთაისის “ტორპედოს” პრესსამსახურის უფროსმა ედო ბადალაშვილმა სოციალურ ქსელში გუნდში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე დაწერა. “მაშინ, როცა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაურო იკარდი იტალიაში დაბრუნდა

არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი, რომელიც განათხოვრების წესით “პარი სენ-ჟერმენში” თამაშობს, ოჯახთან ერთად იტალიაში დაბრუნდა. 27 [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერი” ალექსის სანჩესს “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუბრუნებს

მილანის “ინტერი” ალექსის სანჩესს “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუბრუნებს. ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” წერს, რომ “...
წაკითხვა
ფეხბურთი

სესკ ფაბრეგასმა დაასახელა ორი საუკეთესო მწვრთნელი, ვისთან ერთადაც უმუშავია

“მონაკოს” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა განაცხადდა, რომ არსენ ვენგერი და ჟოზე მოურინიო საუკეთესო მწვრთნელები არიან მათ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დეიკმა დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია

“ლივერპულის” მცველმა, ვირგილ ვან დეიკმა დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა სოციალურ [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კიტეიშვილი: “კლუბებში სიარული არ მიყვარს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიული “შტურმის” უპირობო ლიდერია და “შტურმის” ოფიციალურმა ვებ-გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლესტერმა” ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერს დაადგა თვალი

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი ვარსკვლავი, ფილიპე კოუტინიო, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ბრიტანეთში დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ ამჯერად...
წაკითხვა
ფეხბურთი

რეინა კორონავირუსზე: “25 წუთის მანძილზე ჟანგბადის უკმარისობას განვიცდიდი”

“ასტონ ვილას” 37 წლის კარის დარაჯმა, პეპე რეინამ, პრესასთან კორონავირუსთან ბრძოლაში გამოვლილ რთულ პერიოდზე ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერდინანდს “მანჩესტერში” საულის ხილვა სურს – “დიდებული ფეხბურთელია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა, რიო ფერდინანდმა, პრესასთან საუბრისას საულის მიმართ არსებული სიმპატიები ვერ დამალა. პრესაში [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ატარებს გურამ კაშია 1 დღეს ამერიკულ თვითიზოლაციაში (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ამერიკული “სან-ხოსეს” მცველია. ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობაა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაუტაროს აგენტი: “რეალისა” და “ბარსელონას” ინტერესი მასზე არ მოქმე

მილანის “ინტერის” არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლაუტარო მარტინესის, გადაბირებით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული. ამ საკითხთან დაკა...
წაკითხვა
ფეხბურთი

სკოლარიმ გერმანიასთან განცდილი კრახი გაიხსენა

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე განცდილი კრახი […]...
წაკითხვა