„ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე 7 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მშენებლობა იწყება (ვიდეო)

თარიღი: სექტემბერი 29, 2016

29 სექტემბერს, დიდ დიღომში, ოლიმპიური ქალაქის, „ახალი თბილისის” ტერიტორიაზე საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. (იხილეთ ფოტოგალერეა)

სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ლევან კობიაშვილთან ერთად კაფსულა უეფას ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, სლოვენიელმა ალექსანდ ჩეფერინიმ ჩაუშვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები შალვა გოგოლაძე და რევაზ ჯაველიძე, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი პირები, ფეხბურთის ფედერაცის აკადემიის აღსაზრდელები, ახალგაზრდა ფეხბურთელები. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჩეფერინმა პირველი ვიზიტი საქართველოში დაგეგმა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივი და მხარდაჭერაა. ახალი თბილისის ტერიტორიაზე სულ 7 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი მოეწყობა.

„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებში 2016-2017 წლებში თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი აშენდება. პროექტის საერთო ღირებულება 9. 410. 000 ევროა. მშენებლობის პროცესს სლოვაკური კომპანია ,,Autokomodex Trnava spol.sro” გაუძღვება. შეგახსენებთ, 2017 წელს საქართველო მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში 19 წლამდელთა შორის და მსოფლიოს ახალგაზრდულ (20 წლამდელთა) ჩემპიონატს რაგბიში. ახლად აშენებული მოედნები გამოყენებული იქნება ტურნირში მონაწილე გუნდების სავარჯიშოდ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

7 ქართველი ფეხბურთელი, რომლებიც ევროპაში წასასვლელად მზად არიან

ეროვნული ლიგა დასასრულს უახლოვდება და თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, გამარჯვებული ბათუმის “დინამო” გახდება. მე-2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘თემურ, რას აკეთებ?’ – ქეცბაიამ საკუთარი გუნდის თავდამსხმელს წყლის ბოთლი

20 ნოემბერს, კვიპროსის ჩემპიონატში “ანორთოსისი” სტუმრად ნიქოზიის “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდა და 3:2 დამარცხდა. “ანორთოსი...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუსა და კუადრადოს დაპირისპირების კადრები გავრცელდა (ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში ტურინის “იუვენტუსზე” გადაღებული დოკუმენტური სერიალიდან “ყველაფერი ან არაფერი: იუვენტუსი” ახალი კადრები გავრცე...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘ყვითელი ბარათი მივიღო?’ – კაზემირო ანჩელოტის (ვიდეო)

25 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის “რეალი” ტირასპოლის “შერიფს” ესტუმრა და მეტოქე 0:3 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯაბა კანკავას დედა გარდაეცვალა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ჯაბა კანკავას დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ კომენტარი მისი გუნდის, ბრატისლავას “სლოვანის” [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელია “ვილიარეალში” დანჟუმას ნაცვლად

ესპანური პრესის ცნობით, თუ “ვილიარეალი” ნიგერიელ არნაუტ დანჟუმას გაასხვისებს, მის ნაცვლად ხვიჩა კვარაცხელიას მოყვანაზე იფიქრებს. […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქეცბაიამ კაჭარავას მე-3 შანსი მისცა

ნიქოზიის “ოლიმპიაკოსთან” 2-3 მარცხის შემდეგ “ანორთოსისის” მთავარ მწვრთნელსა და ნიკა კაჭარავას შორის სიტუაცია ისე დაიძაბა, [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელი ილია კოკაია გარდაიცვალა

ტელეკომპანია “მთავარი არხის” ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეზიდენტი ილია კოკაია 65 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თუ გაიტანს, ავჯანყდებით!” – რა მოხდა, როდესაც ჰიბერტმა კარიერაში ერთადე

ტონი ჰიბერტი გახლავთ ადამიანი, რომელმაც ფეხბურთის თამაშს 16 წელი მიუძღვნა. მან მოედანზე 328 მატჩი ჩაატარა, […]...
წაკითხვა