ახალი ვარსკვლავი – მარტინ ედეგორი

თარიღი: იანვარი 22, 2015

მარტინ ედეგორის სახელი ნორვეგიის ფეხბურთის ისტორიაში უკვე შევიდა. 15 წლის ასაკში ის ნორვეგიის ჩეპმიონატში მოთამაშე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. პირველი გატანილი გოლით კი მან კიდევ ერთი რეკორდის დამყარება შეძლო.

აგვისტოში ედეგორმა ეროვნული ნაკრების მაისურიც მოირგო ამხანგურ შეხვედრაში, ხოლო ნოემბერში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. ბუნებრივია, ასეთმა სტარტმა ევროპის წამყვანი კლუბების ინტერესი გამოიწვია და ედეგორისთვისაც ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა, რომელიც საბოლოოდ მადრიდის “რეალის” გამარჯვებით დასრულდა.

1_7615

“დარწმუნებული ვარ მარტინი სწორი გზით მიდის. ტოპ კლუბში თამაშის შემთხვევაში ის პროგრესირებას გააგრძელებს, რაც ნორვეგიის ეროვნულ გუნდსაც გამოადგება” – განაცხადა იონ-აარნე რიისემ, რომელსაც ედეგორის მსგავსაც ახალგაზრდობაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და მანაც კარიერის საუკეთესო წლები “ლივერპულში” გაატარა. სხვათა შორის, თავად ედეგორსაც არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ მერსისაიდული კლუბის გულშემატკივარია, თუმცა მის საბოლოო არჩევანზე ამას გავლენა არ მოუხდენია.

სიმბოლურია, რომ მარტინი 1998 წელს დაიბარა, როდესაც ნორვეგიამ ბოლოჯერ იასაპრეზა მუნდიალზე. მამამისი, რომელიც ფეხბურთელი იყო და “სტრემსგოდსეტის” ღირსებას 10 წლის განმავლობაში იცავდა იმ პერიოდში საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდა.

გასაკვირი არაა, რომ მარტინიც “სტრემსგოდსეტის” საფეხბურთო აკადემიაში მივიდა და მალევე ძირითად გუნდში დაწინაურდა. ამჟამად კლუბი 4-3-3 სქემით თამაშობს, სადაც ედეგორი საყრდენებსა და შემტევი ტრიოს შორის იყო განლაგებული. ის შესანიშნავად ხედავს მოედანს და პარტნიორებსაც საუკეთესო გადაცემებით ამარაგებს. ედეგორი კარგი დრიბლინითაც გამოირჩევა. რა თქმა უნდა, მარტინს მინუსებიც აქვს და პირველ რიგში ეს მის ფიზიკურ მონაცემებს ეხება. მეორე სართულზე და ფიზიკურ ორთაბრძოლებში ის სუსტია, რის გამოც მოედანზე ასეთ სიტუაციებს თავს არიდებს. თუმცა, ასაკთან ერთად ამ პრობლემის გამოსწორება სავსებით შესაძლებელია.

მომავალი კლუბის არჩევის დროს ედეგორი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოირჩეოდა. მარტინი მამამისთან ერთად თითქმის ყველა დაინტერესებულ კლუბს ესტუმრა, გაეცნო აკადემიებს, ინფრასტრუქტურას და საბოლოო არჩევანიც მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთა. უცხოური პრესის ცნობით მადრიდის “რეალი” ნორვეგილ ტალანტში 4 მილიონ ევროს გადაიხდის. თუმცა, ბუნებრივია, რომ თავიდან ის ან მეორე გუნდში ითამაშებს ან მშობლიურ “სტრემსგოდსეტში” განათხოვრდება და მადრიდს სეზონის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება.

რთული სათქმელია გაამართლებს თუ არა 16 წლის ვუნდერკინდი მასზე გაცემულ ავანსებს. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას უამრავი ნიჭიერი მოთამაშე ახსოვს, რომელთა კარიერაც მოლოდინისამბერს ვერ წარიმართა, თუმცა მარტინის სტარტი უკეთესი მომავლის იმედს ტოვებს და მსოფლიო ფეხბურთიც დიდი ალბათობით ახალ ვარსკვლავს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კურიოზი: რა გააკეთა “სტანდარტის” კაპიტანმა “არსენალთან” მატჩში (ვი

ევროპის ლიგის გათამაშებაში, ლიეჟის “სტანდარტსა” და ლონდონის “არსენალს” შორის მიმდინარე მატჩში კურიოზული რამ მოხდა. მატჩის [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბარტონი: “შეცვალეთ ქალთა ფეხბურთი, თორემ ის ყოველთვის მეორეხარისხოვანი იქნება”

ეპატაჟური ბრიტანელი ფიგურა ჯოი ბარტონი, რომელიც დღესდღეობით ინგლისის ჩემპიონატის რანგით მესამე დივიზიონის ბინადარ “ფლითვუდ თაუნის” [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

სფფ-ის წარმომადგენელი ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ჭიჭინაძე უეფას დელეგატად დაინიშნა. თამარ ჭიჭინაძე დელეგატ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა?

11 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და გაირკვა ყველა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც მერვედფინალში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპული” ზამთარში მინამინოს გადაბირებას რვა მილიონად გეგმავს

“რედ ბულ ზალცბურგის” თავდამსხმელი, ტაკუმი ნიმანიმო, შესაძლოა, სულ მალე იურგენ კლოპის “ლივერპულის” რიგებშიც მოგვევლინოს. ამ [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ მზადაა, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში “რეალს” დაუპირისპირდეს

ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “ბაიერ ლევერკუზენი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (0:2). შედეგად [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი ლიგის წილისყრამდე: “თუ “ლივერპულს” შევხვდებით, გავაგდებთ”

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში გასვლაზე “ბრიუგეს” დამარცხება შეძლო (1:3) და ჯგუფში დაკავებული მეორე […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერლინგ ჰოლანდი ბუნდესლიგის ორი კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა

ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის აღმოჩენა, ერლინგ ჰოლანდი, “ზალცბურგიდან” წასვლას უფრო და უფრო უახლოვდება. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარმა კავანის ბურთი დაუთმო – ურუგვაელმა პენალტი შეასრულა (ვიდეო)

11 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში “პარი სენ-ჟერმენი” საკუთარ მოედანზე “გალათასარაის” დაუპირისპირდა და მეტოქე 5:0 დაამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ფილ ჯონსი იამაყებდა” – რაჰიმ სტერლინგის ფოტო ზაგრების “დინამოსთან

11 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “მანჩესტერ სიტი” სტუმრად ზაგრების “დინამოს” დაუპირისპირდა და […...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუ და მოედანზე შეჭრილი ფანები “ლევერკუზენთან” მატჩში (ფოტო, ვიდ

11 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “ლევერკუზენმა” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და ანგარიშით [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დამყარდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე შედეგიანობის მხრივ რეკორდი დამყარდა. 96 ჩატარებულ მატჩში 308 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გასული ყველა გუნდის ვინაობა ცნობილია

11 დეკემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა და გაირკვა, თუ რომელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ აღნიშნა “თელავმა” ეროვნულ ლიგაში გადასვლა? (ვიდეო)

საფეხბურთო კლუბი “თელავი” დღეს “რუსთავის” 1-2 ძლევის შემდეგ ეროვნულ ლიგაში გადავიდა. 12-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიული [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიდი უიღბლობა: როგორ მიიღო კომანმა ტრავმა “ტოტენჰემთან” მატჩში (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “ბაიერნსა” და “ტოტენჰემს” შორის მიმდინარე მატჩში, 23-ე წუთზე კინგსლი კომანმა ტრავმა მიიღო, [&hel...
წაკითხვა