ახალციხის ერთ-ერთ სოფელში საფეხბურთო მოედანი მოხნეს (ფოტო)
ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კლდეში საფეხბურთო მოედნის მიწა ტრაქტორით დაამუშავეს. ამ ინფორმაციას SKnews.ge ავრცელებს.
როგორც იკრვევა, ქვედა კლდის ტერიტორიაზე მდებარე მოედნის გასაკეთებლად ახალგაზრდებმა ბალახი დათესეს.
მერის წარმომადგენლის, დავით პაპუაშვილის განცხადებით, სოფელში ორი სტადიონია, ერთს რეაბილიტაციას ახალციხის მერია უტარებს, მეორეზე კი ახალგაზრდები ზრუნავენ.
“ახალგაზრდებმა თავად მოინდომეს ბალახის დათესვა, ორი სტადიონი ექნებათ და ორ ფეხბურთის გუნდს შექმნიან. მომავლისთვის ქვედა კლდეშიც იგეგმება სტადიონის მოწყობა”, – ციტირებს პაპუაშვილის სიტყვებს SKnews.ge.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში სპორტულ მოედანს ტენდერში გამარჯვებული შპს “არმარი” აკეთებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 58 888 ლარია განსაზღვრული. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მერიასა და კომპანიას შორის ხელშეკრუელბა 25 სექტემბერს გაფორმდა, სამუშაოები კი 24 ნოემბერს უნდა დასრულდეს.
ფოტო: SKnews.ge