აკრძალვა ალკოჰოლზე და დამატებით 2,400 სამართალდამცავი – მზადება ინგლისი – უელსისთვის
ფრანგი ჩინოვნიკები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ევრო 2016-ის მშვიდობიანად ჩატარებისთვის მიღებული ზომები საკმარისი არ არის და დამატებით 2,400 ძლიერი სამართალდამცავი გაგზავნეს ლანსში.
დამატებით გაგზავნილ პოლიციელებსა და პირად დამცველებს “პოლარ-დელელისის”, ფან ზონისა და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიების გაკონტროლება ევალებათ.
ეს ყველაფერი კი 16 ივნისს, ინგლისისა და უელსის ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართი მატჩისათვის ხდება, სადაც შესაძლოა კვლავ მოხდეს ისეთი რამ, რაც ინგლისისა და რუსეთის მატჩის დაწყებამდე მოხდა.
“ჩვენ გავაძლიერებთ ლანსში პოლიციას დამატებით 1,200 პოლიციის ოფიცრით, ამას შეგიძლიათ დაამატოთ 1,200 პირადი დამცველი, რომლებიც იმ დღეს ქალაქის ცენტრში იქნებიან მობილიზებულნი.” – განაცხადა რეგიონალური ადმინისტრაციის უფროსმა ფაბიანე ბუჩიომ.
გარდა ამისა იმ დღეს აიკრძალება ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა. ლანსში მდებარე ბარებს მხოლოდ იმ ლუდის გაყიდვის უფლება ექნებათ, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 5 პროცენტზე ნაკლები იქნება. გარდა ამისა თითოეული ბარის პატრონი ვალდებულია რომ ლუდი პლასტმასის ან ქაღალდის ჭურჭელით გაყიდოს.
აქვე გეტყვით, რომ ამ ქალაქს უფრო ნაკლები მაცხოვრებელი ყავს (36,000) , ვიდრე სტადიონს შეუძლია დაიტიოს.
რაც შეეხება ინგლისელ და უელსელ გულშემატკივრებს – სავარაუდოდ ქალაქში 40,000-დან 50,000 გულშემატკივარი გამოჩნდება.