აკვილანის MLS-ში გადასვლა შეუძლია
„ფიორენტინას“ ნახევარმცველმა ალბერტო აკვილანიმ, შესაძლოა, კარიერა კანადურ „ტორონტოში“ გააგრძელოს.
როგორც ცნობილია, ფლორენციული კლუბის ხელმძღვანელობა ნახევარმცველთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს. თავის მხვრივ, „ტორონტოს“ მენეჯერები გამოცდილი მოთამაშის თავისუფალი აგენტის სტატუსით აყვანას გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ ამ კლუბშიალბერტოს თანამემამულე სებასტიან ჯოვინკოც თამაშობს.
ცნობისთვის, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, აკვილანის შეძენა „რომასაც“ სურს, რომლის რიგებშიც ის აქამდეც თამაშობდა.