აკვილანით “ინტერი” და “მილანი” დაინტერესდნენ
“კალჩო მერკატოს” ცნობით, “ფიორენტინას” ნახევარმცველმა ალბერტო აკვილანიმ კარიერა შესაძლოა, “ინტერში” ან “მილანში” გააგრძელოს.
30 წლის ფეხბურთელს “ვიოლასთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. მხარეები შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებენ.
აკვილანის მიმართ ინტერესს ერთბაშად რამდენიმე იტალიური კლუბი იჩენს. ყურადღება “რომამაც” გამოავლინა, რომლის აღზრდილადაც ითვლება ფეხბურთელი, თუმცა “მგლებს” აკვილანის დაბევებისთვის კონკურენციის გაწევა “ნერიაძურისა” და “როსონერისთან” მოუწევს.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში აკვილანიმ 22 მატჩი ჩაატარა, გოლი არ გაუტანია.