„ალ ჯაზირამ“ მირკო ვუჩინიჩის დუბლის დახმარებით თბილისის „ლოკომოტივი“ დაამარცხა
თურქულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის „ლოკომოტივმა“ მორიგი მოსამზადებელი მატჩი ჩაატარა. ამჯერად „რკინიგზელთა“ მეტოქე საუდის არაბეთის „ალ ჯაზირა“ იყო, რომლის შემადგენლობაში ორი გამორჩეული მოთამაშე – ნახევარმცველი ჯეფერსონ ფარფანი და თავდამსხმელი მირკო ვუჩინიჩი გამოდის.
შეხვედრა „ალ ჯაზირას“ გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
27-ე წუთზე ანგარიში ალი აბდულ მაბჰუთმა გახსნა. სამ წუთში თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე ნახსენებმა ვუჩინიჩმა გაზარდა, რომელმაც თორმეტ წუთში დუბლის შეასრულა. პირველი ტაიმი „ალ ჯაზირას“ გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. მეორე ტაიმში ანგარიში ძირითადი დროის მხოლოდ 89-ე წუთზე შეიცვალა – „ლოკომოტივის“ მხრიდან პრესტიჟის გოლი შერმანდინ ართმელაძის პასის შემდეგ გიორგი კიკნაძემ გაიტანა.
„ლოკომოტივი“ – „ალ ჯაზირა“ 1:3
გოლები: კიკნაძე 89′ – მაბჰუთი 27′, ვუჩინიჩი 30′, 42′
„ლოკომოტივის“ შემადგენლობა: კუპატაძე, გაბაძე, გაგნიძე (62 გეთიაშვილი), მაკასარაშვილი (73 ხიდეშელი), დუმბაძე (73 ჩიტეიშვილი), ქიქავა (73 დიასამიძე), ღვინაშვილი, არველაძე (46 ჩიხლაძე), არდაზიშვილი (46 ართმელაძე), თექთურმანიძე (73 ბენაშვილი), ქანთარია (73 კიკნაძე)
დღეს „რკინიგზელები“ კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებენ, რომელშიც მათი მეტოქე თურქული „ესკისეჰირისპორი“ იქნება.