ალ-ხელაიფი: “ჩვენ ხალხი სუპერ ლიგისგან ვიხსენით”
ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA) აღმასრულებელი საბჭო 2021 წელს ბოლოჯერ პარიზში შეიკრიბა, სადაც მათ საბჭოს თავჯდომარემ, “პსჟ”-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ უმასპინძლა და იმ 3 კლუბს დაარტყა, რომლებთაც სუპერლიგის პროექტი ჯერ არ დაუტოვებიათ.
“მე არ ვაპირებ სუპერ ლიგის პროექტზე, ზღაპრულ ზღაპრებზე და წარუმატებლობაზე საუბარს. ჩვენ ყველამ ერთად დავიცავით ევროპული ფეხბურთის, ხალხის, ფეხბურთელების, ლიგის და ყველას ინტერესები, როცა 3 მეამბოხე გუნდი ძალიან დიდ ენერგიას ახარჯავს რეალობა დაამახინჯოს. ამ დროს ჩვენ ვცდილობთი მთელი ენერგია და გამოცდილება უკეთესი ფეხბურთის მშენებლობას მოვახმაროთ. ჩვენ ხალხი სუპერ ლიგისგან ვიხსენით. ასოციაციაში 9 წევრის სახით ვართ წარმოდგენილი და ყველა მსურველს ველოდებით”, – განაცხადა ხელაიფიმ.
ასოციაციაში “პსჟ”-ს გარდა დორტმუნდის “ბორუსია”, “ბაიერნი”, “ატლეტიკო”, “ინტერი”, “ლიონი”, “მონაკო”, “ტოტენჰემი” და “აიაქსი” არიან.
სუპერ ლიგაში ჯერ კიდევ “რეალი”, “ბარსელონა” და “იუვენტუსი” რჩებიან.