ალ-ხელაიფი: “ნეიმარისთვის კონტრაქტის გაფორმება არავის დაუძალებია”
“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, პრესასთან საუბრისას ნეიმართან დაკავშირებით ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ხელაიფიმ საჯაროდ განაცხადა, რომ სუპერვარსკვლავურ საქციელებს ვეღარ აიტანს და ყველას შეუძლია გუნდის დატოვება.
“ჩემ გუნდში ისეთი ფეხბურთელების ხილვა მსურს, რომლებიც მზად იქნებიან, რომ ბოლომდე დაიხარჯონ, დაიცვან მაისურზე გამოსახული გერბი და ჩვენ პროექტს მხარი დაუჭირონ.
ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს მათთან, ვისაც არ უნდა ყოველივე ამის გაკეთება. ფეხბურთელებს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, რომელსაც პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი საქმისადმი სწორი მიდგომაა.
ნეიმარისთვის კონტრაქტის გაფორმება არავის დაუძალებია. ის გუნდში მოსვლისას სრულად იყო საქმის კურსში, თუ რა და როგორ უნდა მომხდარიყო,” – აცხადებს ფრანგული გრანდის პრეზიდენტი.