ალაბას მამა და აგენტი: “არავისთვისაა საიდუმლო, რომ რეალი” დავიდის მიმართ ინტერესს იჩენს”

თარიღი: მაისი 19, 2018

დავიდ ალაბამ მარტში განაცხადა, რომ ის ახალ გამოწვევას ეძებს. შესაბამისად, ავსტრიელი ამ ზაფხულში კარიერის გაგრძელების ერთ-ერთ ვარიანტად მიუნხენის “ბაიერნის” დატოვებას და სხვაგან გადასვლას მოიაზრებს. პოტენციურ ახალ კლუბად კი მადრიდის “რეალი” სახელდება. ამაზე ბევრმა გამოცემამ დაწერა.

ფეხბურთელის მამამ და აგენტმა, ჯორჯ ალაბამ თავის შვილის მიმართ “ბლანკოსის” ინტერესზე ისაუბრა.

“ყველამ იცის, რომ “რეალი” ნამდვილად არის დაინტერებული დავიდით. თუმცა, ახლა არაფრის თქმა არ შეგვიძლია. ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულში. ამ მომენტში ნამდვილად არაა იმის განხილვის დრო, თუ სად გადავა ჩემი შვილი. მადრიდული კლუბის ინტერესი კი საიდუმლო ნამდვილად არაა. თუმცა, ახლა დავიდი მხოლოდ სეზონის დასრულებას ელის,” – აცხადებს მიუნხენელთა მარცხენა მცველის მამა.

მსგავსი სიახლეები