ალაბას ტრანსფერით ექვსი ევროპული გრანდი ინტერესდება

თარიღი: იანვარი 7, 2021

გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ირწმუნება, დავიდ ალაბას ტრანსფერით 6 ევროპული გრანდია დაინტერესებული. ინფორმაციის წყაროდ კი ავსტრიელი ფეხბურთელის აგენტ პინი ზაჰავის ასახელებს.

როგორც ცნობილი ხდება, 28 წლის დავიდ ალაბას არჩევანის გაკეთება მადრიდის “რეალს”, “პარი სენ-ჟერმენს”, “ჩლსის”, “ლივერპულს”, “ინტერსა” და “იუვენტუსს” შორის მოუწევს.

ალაბას “ბაიერნთან” ხელშეკრულება 2021 წლის ივნისის თვემდე აკავშირებს. ერთადერთი, რაც ალაბას ტრანსფერის დამაბრკოლებელ ფაქტორად გვევლინება, მისი მაღალი ხელფასი გახლავთ. “რეალში” ტრანსფერის შემთხვევაში ეს უკანასკნელი რამოსზე უფრო დიდი ხელფასის მიღებას ითხოვს.

მიმდინარე სეზონში ალაბამ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა. Transfermarkt მას 60 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები