ალანი: “ჩემ შვილებს რონალდუ უყვართ, მაგრამ მისი ფორმის ჩაცმის უფლება არ აქვთ”
“ევერტონის” ნახევარმცველი, ალანი, აღიარებს, რომ მისი შვილები კრიშტიანუ რონალდუს ფანები არიან. თუმცა, ბრაზილიელი ფეხბურთელი შვილებს “იუვენტუსის” 7-ნომრიანი მაისურის ჩაცმის უფლებას არ აძლევს.
“რა თქმა უნდა, მას [მიგელს, ალანის ვაჟს] ძალიან უყვარს ფეხბურთი. ის ყოველთვის “ევერტონის” ან სხვა კლუბების ფორმებს იცვამს ხოლმე. ჩემი შვილები საუკეთესო მოტივატორები არიან. ხშირად უყურებენ ხოლმე საფეხბურთო მატჩებს.
მათ რონალდუ ძალიან უყვართ, მისი დიდი ფანები არიან. მიგელს ხშირად აცვია რონალდუს მაისურები, მაგრამ “იუვენტუსის” ფორმის ჩაცმის უფლება არ აქვთ, რამდენადაც ეს კლუბი “ნაპოლის” მთავარი მეტოქეა. ასე რომ, სახლში ძალიან ბევრი “რეალის” 7-ნომრიანი მაისურია.
ეს ყველაფერი ბუნებრივია. ბავშვები ყოველთვის ოცნებობენ გოლების გატანაზე და სურთ, რომ თავიანთ კუმირს დაემსგავსონ. ჩემი ვაჟი გამონაკლისი არ არის,” – აცხადებს ალანი.