ალაფამდე ბოლო საკონტროლო მატჩი ‘არმაზთან’
ხვალ, 30 აპრილს უმცროსი ბორჯღალოსნები ალაფამდე ბოლო საკონტროლო მატჩს გამართავენ უმაღლესი ლიგის კლუბ ‘არმაზთან’, რომელიც გაძლიერებული იქნება პლეი’ოფს მიღმა დარჩენილი კლუბების რამდენიმე მორაგბით. თამაში რუსთავის სარაგბო სტადიონზე 17 საათზე დაიწყება.
ალაფამდე ბოლო შეკრებაზე
2015 წლის მსოფლიო რაგბის ალაფის მზადების დასკვნით ეტაპს, წლის მე-4 შეკრებას 20-წლამდელები 26 აპრილს შეუდგნენ. ამჯერად გუნდი შეკრებას რუსთავის სარაგბო სტადიონზე გადის, რომელიც 2 მაისს დასრულდება. ლისაბონში გამგზავრებამდე სამწვრთნელო შტაბი ჩვენი ნაკრების 26 მოთამაშიან სატურნირო რაზმს დაასახელებს.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელების ალაფა 2015
ტურნირი ლისაბონში 12 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით გაიამრთება. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ‘ა’ ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელიპორტუგალიის თანატოლთა გუნდების წინააღდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.
მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):
12 მაისი საქართველო – ურუგვაი 20:00 სთ
16 მაისი საქართველო – ფიჯი 20:00 სთ
20 მაისი საქართველო – პორტუგალია 20:00 სთ
24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ
ტურნირის განრიგი სრულად>>> http://www.worldrugby.org/tournament/1567/fixtures
ასევე იხილეთ >>> 20-წლამდელების გაფართოებული შემადგენლობა
Rugby.GE