ალაფაზე ასპარეზობა ბონუს ქულიანი მოგებით დავიწყეთ
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის პირველი მატჩის პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს და ურუგვაისთან 40 წუთის შემდეგ 31:0 დაწინაურდნენ. ასეთი სტარტის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს საქმე საბოლოო გამარჯვებამდე მშვიდად უნდა მიეყვანა, მაგრამ მეტოქის პროვოკაციებმა იჩინა თავი, რასაც ჩვენი ბიჭები ძალაუნებურად აყვნენ.
ილია მაისურაძის შეგირდები სამხრეთამერიკელ მეტოქეს პრაქტიკულად ყველაფერში სჯობდნენ. განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ჩვენი გუნდის უპირატესობა მოლსა და შერკინებაში, ასევე, უფრო მაღალი იყო ინდივიდუალური და საშემსრულობლო ოსტატობა, რამაც შედეგი საწყის 20 წუთში გამოიღო და არა მხოლოდ მატჩის, არამედ პრემიალური ქულის ბედიც პირველსავე მეოთხედში გადაწყდა.
თამაშში ბურთი ურუგვაიმ შეიყვანა, ოთარ გიორგაძემ რაქიდან მოულოდნელად შეუტია და თავისი ნახევრიდან მეტოქის 22-მდე ბრძოლით ლამის 50 მეტრი გაიარა, იქიდან ფეხით მარცხენა ფრთაზე ჩაკიდებულს იოსებ კიკვაძე მიყვა და პირველი ლელოც მე-40 წამზე დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ ქართველთა უპირატესობის დასტურად, მეორე ლელოც მალევე დაიდო. მეტოქის დერეფნის მოგების შემდეგ, გიორგი კოშაძემ ხაზი გაჭრა და მართალია ბურთი მეტოქის ლელოს მოედნიდან 5-იოდე მეტრში დაიკარგა, მაგრამ მეტოქეს შერკინებაში, რომ ვაჯობეთ ბექა გორგაძემ ბურთი ვასილ ლობჟანიძეს გაატანა და უფროსი ბორჯღალოსნების 9 ნომერი მცველებს შორის გაძვრა – 10:0 და ჯინჭველაშვილმა მონაგარს გარდასახვით კიდევ 2 ქულა შემატა.
გორგაძე–ლობჟანიძის დუეტმა კიდევ რამდენჯერმე იმუშავა. ამ თამაშში კი, შერკინების უპირატესობა საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე გამოიყენა, მეტოქის ლელოდან 7 მეტრში ჯარიმის ნაცვლად შერკინება ირჩია, სამხრეთამერიკელებს უკან დაახევინა და მესამე ლელოგორგაძემ მიითვალა, ხოლო ჯინჭველაშვილმა ეს გარდასახვაც ზუსტად შეასრულა – 19:0 მე-14 წუთზე!
თამაში რომ განახლდა ურუგვაიმ ჩამორჩენის შემცირების შანსი მიიღო, მაგრამ მათი დარტყმული ჯარიმა ძელმა აისხლიტა. ამას ქართველთა რამდენიმე შეცდომა და ზედიზედ ორი ჯარიმა მოყვა, ურუგვაიმ ზედ კარის წინიდან 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩია, მაგრამ 5-მეტრა დერეფანიდან რომ არაფერი გამოუვიდა, ფეხით ითამაშა და შემტევს დამიწება მცველმა დაასწრო.
ტაიმის შუაში ჩვენმა 20-წლამდელებმა ცენტრიდან ხელდახელ შეუტიეს, ბადრილიპარტელიანმა ჯინჭველაშვილს უპასა, მანაც რამდენიმე მეტრი ირბინა და ბადრისვეგადაცემა დაუბრუნა, ამ უკანასკნელმა კი, კარგი შეტევა მეოთხე ლელოთი დაასრულა, 26:0.
ამრიგად, მატჩის ბედი ხომ ნაადრევად გადაწყდა და პრემიალური ქულაც ქართველებს ჯიბეში ჰქონდათ, რასაც წესით სიტუაცია უნდა დემშვიდებინა. ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ მეტოქის გატანჯული ბურჯი მორიგი ჯარიმის შემდეგ სინბინით დაისაჯა, შემდეგი შერკინებიდან გორგაძენ ბურთი ისევ ლობჟანიძეს გაუტანა, რომელმაც მარჯვენა ფრთიდან შეტევაში ჩართულ ანზორ სიჭინავას გადაცემა არ დაუგვიანა და მეხუთე ლელოც გამოცხვა. ასეთმა სხვაობამ მეტოქე კიდევ უფრო გააღიზიანა და მისმა პროვიკაციებმაც პირველი შედეგი 31-ე წუთზე გამოიღო, როდესაც სიჭინავა სინბინით დაისაჯა. მიუხედავად ამისა, ტაიმის მიწურულს სალელოვე შანსი ისევ ქართველებს ჰქონდათ, თუმცა ყველა შანსი ლელოთი ვერ დაგვირგვინდება და ტაიმი 31:0 დასრულდა.
მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან ურუგვაიმ შემოგვიტია, მოლით ლელოს ხაზსაც მიუახლოვდა, მერე დავჯარიმდით და ისევ დერეფნიდან შეგვიტიეს, მაგრამ დაცვამ კარგად იმუშავა. ამასობაში 48-ე წუთი მოვიდა, მეტოქე წაქცეულ კაპიტანს, ბადრი ალხაზაშვილსეუხეშა და გუნდური ჩხუბი ატყდა. მუშტი კრივში ქართველებმა იმარჯვეს და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტრიბუნიდან უმცროს ბორჯღალოსნებს ბოთლიც ესროლეს, მაგრამ რა დისციპლინარული სასჯელი მოყვება ამას, ჯერ არავინ იცის და იმედია, ალხაზაშვილის გარდა, რომელსაც რეფერიმ წითელი ბარათი უჩვენა, სხვა არავინ დაისჯება. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში მთავარმა არბიტრმა ასევე ურუგვაელთა 10 ნომერიც იმავე ფერის ბარათით დასაჯა.
თამაში რომ განახლდა საქართველოს ნაკრები არული თამაშობდა და ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმების შემდეგ, ყვითელი ბარათი თორნიკე ბუბუტეიშვილმა მიიღო. კაცნაკლულმა ქართველებმა ლელო მაინც იქით დადეს, მარცხენა ფრთაზე ხელდახელ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, ურუგვაელმა მცველებმა ზედ ხაზზე იყოჩაღეს, მაგრამირაკლი სვანიძემ ფეხით ბურთი მარჯვრნა ფლანგზე ჩაკიდა და ოთარ გიორგაძემ მეექვსე ლელო მიმატა ქართულ ყულაბას. გარდასახვა არაზუსტი იყო – 36:0.
მერე სამხრეთელებმა მაინც შეძლეს მეტობის გამოყენება და მარცხენა ალამთან პირველი საპასუხო ლელო გაიტანეს,
მატჩის მიწურულს საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი ლამაზი კომბინაცია ლელოთი დაასრულა. პირველ ჯერზე მოლის შემდეგ თამაში რაქში გადავიდა, იქიდან შეტევა მარცხენა ფრთაზე გაიშალა, კიკვაძემ 22-თან მბოჭავიც ჩამოიცილა და დუბლი გაახერხა. სამ წუთში უკვე შერკინებიდან გაიშალა შეტევა და ხელდახელ იერიში ლელოთი სვანიძემდააგვირგვინა. გარდასახვები არაზუსტი იყო და 46:7. მატჩის მიწურულს რეფერიმ კიკვაძეუხეში ბოჭვისთვის გაასინბინა, მეტობით ურუგვაიმ კვლავ ისარგებლა და თავისი მეორე ლელოთი საბოლოო ანგარიშიი დაფიქსირა – 46:12.
წინაა მატჩი ფიჯისთან, რომელიც 16 მაისს, დღევანდელი შეხვედრის მსგავსად ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება.
მეტოქეებმა
ფიჯიმ პირველ მატჩში მასპინძელი პორტუგალია 34:19 დაამარცხა, 5 ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც მიითვალა. მეორე ჯგუფში კანადამ ნამიბიას 35:20 სძლია, ხოლო ტონგამ ჰონკონგი 35:16 დაამარცხა.
ნამატჩევს
ილია მაისურაძე, 20-წლამდელების მთავარი მწვრთნელი: „გუნდი თამაშზე კონკრეტული დავალებით გავიდა, რომ ბურთის მოგების ზონაში ყოფილიყო მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი, იქნებოდა ეს შერკინება, მოლი თუ დერეფანი; გადაეკვეთა უპირატესობის ხაზი და რიცხვობრივი უპირატესობის შეექმის შემდეგ ხაზზე გაეტანა ბურთი, რაც ბიჭებმა პირველ ტაიმში კარგად შეასრულეს.
„დალაგებულად ვთამაშობდით. მეორე ტაიმში კი, მომხდარი ჯხუბის გამო ავირიეთ. ფაქტია, რომ მთელი თამაშის განმავლობაში მოწინააღმდეგე ცდილობდა ჩვენს პროვოკაციაზე წამოკიდებას, რაც საბოლოოდ მოახერხეს და სამწუხაროდ წითელი ბარათით დავისაჯეთ. ამის შემდეგ ცოტა გაგვიჭირდა და ეს სათამაშო დისციპლინაზეც აისახა – კაპიტანი გაგვიგდეს, შემდეგ ორჯერ სინ ბინიც მივიღეთ, მარამ მინდა ავღნიშნო, რომ გუნდმა მალევე მოახერხა დალაგება და დისციპლინაც გამოასწორა, რაც ცალსახად მათი მენტალური სიძლიერისა და მდგრადობის მანიშნებელია.
„მომავალი მოწინააღმდეგეების თამაშს რაც შეეხება, ფიჯის დიდი და საგრძნობი უპირატესობა აქვს ღია თამაშში და ძალიან სწრაფი გუნდია. ჩემდა გასაკვირად კუნძულელები პორტუგალიელებს შერკინებაშიც სჯობნიან. მე ვთვლი, რომ პორტუგალიას უფრო უნდა ჩაეკეტა მათთვის თამაში. სწრაფი ბურთაობაა და ბევრი ოფლოუდია. ფიჯი საკმაოდ შემოქმედებითად თამაშობს. ამ ყველაფერს ჩვენ რათქმაუნდა გავითვალისწინებთ შემდეგი მატჩისთვის და შესაბამისად მოვემზადებით.“
ირაკლი აბუსერიძე, რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი: „ყველა სტატიკურ ფაზებში, იქნებოდა ეს დერეფანი თუ შერკინება, ბიჭებმა შეძლეს მოწინააღმდეგის დაჯაბნა. უბრალოდ აღსანიშნავია, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ურუგვაელები ცდილობდნენ ჩვენი მოთამაშეების პროვოკაციაზე წამოკიდებას და ბოლოს ბიჭებს ნერვებმა უმტყუნეს და მეორე ტაიმში მოხდა ეს ჩხუბი, რომელსაც სამწუხაროდ ბადრი ალხაზიშვილის წითელი ბარათი მოყვა. ახლა ჩვენი მენეჯერები ესაუბრებიან ტურნირის ორგანიზატორებს. ვიდეოს განიხილავენ და ალბათ მალე გავარკვევთ საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„რათქმაუნდა ამ უსიამოვნო ეპიზოდმა ცოტათი არია ჩვენი თამაში და სათამაშო დისციპლინაზეც იმოქმედა, მაგრამ ბიჭებმა მაინც შეძლეს დალაგება და თამაშის გამოსწორება.
„მთლიანობაში, ჩვენი 20-წლამდელების თამაშს შევაფასებ დადებითად. ამ მატჩამდე ყველას ფავორიტად ურუგვაი მიაჩნდა, ხოლო ბიჭები ბიშესაბამისი განწყობით გავიდნენ მოედანზე და შესანიშნავად ითამაშეს.
„მოთამაშეები ჯანმრთელად არიან, არავის მნიშვნელოვანი ტრავმა არ აქვს, თუ არ ჩავთვლით მცირე დაჟეჟილობებს, რომლებიც მოწინააღმდეგე გუნდის პროვოკაციებით არის გამოწვეული.“
მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):
12 მაისი საქართველო 46:12 ურუგვაი
16 მაისი საქართველო – ფიჯი 20:00 სთ
20 მაისი საქართველო – პორტუგალია 20:00 სთ
24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ
ტურნირის განრიგი სრულად>>> http://www.worldrugby.org/tournament/1567/fixtures
საგაზეთო ოქმი
საქართველო$ 46:12 ურუგვაი
საქ (5ქ) – 8ლ: კიკვაძე (1 7) ლობჟანიძე გორგაძე ლიპარტელიანი სიჭინავა გიორგაძე სვანიძე; 3გ: ჯინჭველაშვილი / წბ ალხაზაშვილი; სბ სიჭინავა ბუბუტეიშვილი კიკვაძე
ურუ (0ქ) – 2ლ: არდაო პინეირუა; გ: უბიჟა / წბ ეჩევერი; სბ გატას
5:0(1) 12:0(8) 19:0(15) 26:0(22$პ) სბ(27უ) 31:0(30) სბ(32ს) ნახ(40+4) /
წბ–წბ(53) სბ(56ს) 36:0(58) 36:7(63) 41:7(76) 46:7(79) სბ(80+4ს) 46:12(80+5) ბოლო(80+9)
სამ 12/05 ლისაბონი, ჟამორ 20.00 საქ
Rugby.GE