ალაფის ფინალში უმცროსი ბორჯღალოსნები ნეკერჩხლებს ერკინებიან

თარიღი: მაისი 21, 2015

ლისაბონში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის წლევანდელი გათამაშების ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში გამარჯვებით, ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ქართული რაგბის ისტორიაში პირველად გავიდნენ ამ ასპარეზობის ფინალში. მესამე ტურის, ფინალში გადასასვლელ რკენაში ჩვენმა ნაკრებმა მასპინძელ პორტუგალიელებს 19:11 სძლიეს.

ურუგვაის 46:12 და ფიჯის 30:13 ძლევის შემდეგ, მწვრთნელებმა გუნდის რამდენიმე ლიდერს ფინალური მატჩის წინ დასვენების საშუალება მისცეს. მიუხედავად ამისა, ქართველთა უპირატესობა აშკარა იყო. საქართველოს ნაკრები მეტოქეს კლასით აღემატებოდა, ინდივიდუალურად ქართველი მორაგბეები პორტუგალიელებზე უკეთესი იყვნენ, ამას დაუმატეთ დომინირება შერკინებაში, დერეფანსა და მოლში და აბა პორტუგალიას.

ფინალამდე 80 წუთით ადრე

მატჩის დებიუტში პორტუგალიამ გარკვეული დროით ბურთი დაგვიმალა, მერე ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო, მაგრამ კარიდან ოდნავ მარჯვნივ, დაახლოებით 18 მეტრიდან ვერ იხეირა. საქართველოს ნაკრები პირველად რომ გადავიდა მეტოქის ნახევარზე ჯარიმის უფლება მოიპოვა და რეზი ჯინჭველაშვილმაც ჯარიმით სცადა ანგარიშის გახსნა, მაგრამ კარის წინ 30 მეტრიდან მიზანმა უმტყუნა. ქართველებმა მეტად მოინდომეს და მე-13 წუთზე ანგარიში გახსნეს. შეტევა პორტუგალიელთა 22-ის წინ დანიშნულ შერკინებას მოყვა, რომელშიც ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს უკან დაახევინეს, მერე დავით პაპავაძემ შეუტია, 5-მეტრიანი ზონიდან მესამე-მეოთხე დარტყმის შემდეგ კი, ოთარ გიორგაძემ ლელოს ხაზი გადაკვეთა და რეზიჯინჭველაშვილმა გარდასახვა უნაკლოდ შეასრულა.

საქართველოს ნაკრების უპირატესობა გამოიკვეთა. ჯინჭველაშვილმა დაახლოებით 50 მეტრიდან ჯარიმით სცადა უპირატესობის გაზრდა, მაგრამ ბურთმა კარამდე ვერ მიაღწია. 28-ე წუთზე უპირატესობა ქულებში მაინც აისახა. პორტუგალიის შერკინება, რომ ვერ დადგა, ვასილ ლობჟანიძემ თავისფალი სწრაფად გაითამაშა, მარცხენა ფრთაზე გრძელი გადაცემის შემდეგ ჯინჭველაშვილმა ხაზი სუფთად გაჭრა და ლელო თავადვე გარდასახა – 14:0.

ტაიმის ბოლოს საქართველოს ნაკრები მოეშვა და პორტუგალიამაც შეტევებს მოუხშირა. რეფერიმ ზედიზედ ორჯერ რომ დაგვაჯარიმა, მეტოქემ კარის წინ 25 მეტრიდან ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მერე მსაჯმა ისევ ჯარიმები უსტვინა, მასპინძლებმაც ბურთი ყველაზე ჯერზე სწრაფად გაათამაშეს და საბოლოოდ ალამთან ლელოში დაამიწეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი 14:8 დასრულდა.

მეორე ნახევარი 

როგორც ჩანს, მწვრთნელებმა შესვენებისას ბიჭები შეახურეს და მეორე ტაიმი ქართველებმა მძლავრად დაიწყეს. 5 მეტრში ბურთის სწრაფად გათამაშების მცდელობა შეცდომით დასრულდა, შემდეგ შემთხვევებში მსაჯმა შეტევებში დაგვაჯარიმა და პორტუგალიის ლელოც დროებით გადაურჩა დამიწებას. 55-ე წუთზე კი, ქართველთა შერკინებამ რომ იძალა ლელომდე სანტიმეტრები დაგვაკლდა, ხოლო ჯარიმის უპირატესობით აღებულ მომდევნო შერკინებაში მსაჯმა უკვე საქართველო დააჯარიმა. ტაიმის შუაში რეფერიმ შერკინებაში კიდევ ერთხელ განსაჯა ქართველთა საწინააღმდეგოდ და პორტუგალიას ჯარიმით ჩამორჩენის შემცირების შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო.

მალე აქეთ ისევ დაგვაჯარიმეს. მასპინძლებმა მორიგი ჯარიმა სწრაფად რომ გაათამაშეს ხაზი გაიჭრა და ლელოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მცველებმა დაზღვევაზე გადასვლა მოასწრეს და შემტევი 5 მეტრში უკნიდან შებოჭეს. ამას საქართველოს ნაკრების კონტრშეტევა მოპყვა, ანზორ სიჭინავა ბურთს კარგად მიყვა, მცველთან ჭიდილში ბოლო 10 მეტრი დაფარა ანგარიში 19:8 გახდა. გარდასახვა არაზუსტი იყო და პორტუგალიამ 72-ე წუთზე კარის წინ 22 მეტრიდან ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მათ შორეული ჯარიმით შეეძლოთ ბოლო წუთებისთვის სიმწვავის შეძენა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო, ხოლო დარჩენილმა დრომ მშვიდად ჩაიარა.

მატჩის დასრულების შემდეგ მსოფლიო რაგბის ჟურნალისტთან ჩვენი ნაკრების კაპიტანმა,ბადრი ალხაზიშვილმა შემდეგი განაცხადა: „ძალიან ბედნიერები ვართ ფინალში გასვლით. პორტუგალიამ ძალიან ძლიერად ითამაშა და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ კარგი და კორექტული თამაშისათვის.“

ამ დროს ჯერ არ იყო გარკვეული მეორე ფინალისტის ვინდაობა და შესაბამსიად შემდეგი კითხვა იყო იმაზე თუ ვინ ერჩევნა საქართველოს მოწინააღმდეგედ – ტონგა თუ კანადა, რაზეც ალხაზიშვილმა უპასუხა, რომ მოწინააღმდეგეს მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც საქართველოს ნაკრები ერთ მუშტად შეკრულია და ბიჭები ერთმანეთის მხარ და მხარ დგანან, ისინი ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ შეძლებენ კარგ თამაშს.

ჭაბუკ ბორჯღალოსანთა და ნეკერჩხალთა რკენა მსოფლიოს საგზურისათვის

ამრიგად, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები “ალაფის” ფინალშია და ელიტაში აღსაზევებლად წლის უმთავრეს ჯახში კანადას შეხვდება, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში ტონგას 13:11 სძლია. ჩრდილოეთამერიკელებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს და ინდივიდუალური ძლიერად მოთამაშე კუნძულელები რამდენჯერმე წითელ ზოლში შეაჩერეს. ტაიმი 3:10 წაგების შემდეგ, ტონგამ მეორე ნახევარში ჯარიმით და ლელოთი წინ გასვლა მოახერხა, მაგრამ გარდასახვა არცთუ ცუდი პოზიციიდან არაზუსტი იყო. შეხვედრის მიწურულს კანადამ მოინდომა და ლელოც დადო, მაგრამ რეფერიმ ბურთი ვერ დავინახეო. ჩრდილოელები არ გატყდნენ და 22-ში ჯარიმის უფლება მიიღეს, რომლითაც წინ გაიჭრნენ – 13:11. ბოლოს კანადამ კონტრშეტევაზე ლამის იქით იხეირა, უბრალოდ, ჯარიმის კარში დარტყმას ბურთის აუტში გაგზავნა არჩია და 24 მაისს, ჩვენი დროით 20 საათზე ეს მებრძოლი გუნდი ქართველთა მეტოქე იქნება.

 

ნამატჩევს      

ზურა ამონაშვილი, 20-წლამდე ბორჯღალოსნების მწვრთნელი:

„შედეგით რათქმაუნდა კმაყოფილი ვარ. პირველ რიგში ფინალში გასვლას მივულოცავ ჩვენ ბიჭებს და საქართველოს. ეს ძალიან ძალიან სასიხარულოა – აქამდე ალაფაზე მესამე ადგილზე უკეთესი შედეგი არ გვიჩვენებია. ფინალში გასვლით ნამდვილად არ უნდა დავკმაყოფილდეთ, ჩვენი მიზნები გაცილებით სხვა არის!

„დღევანდელ თამაშს რაც შეეხება განვმეორდები, რომ შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თამაშის ხარისხით რათმქაუნდა ბოლომდე კმაყოფილი ვერ ვიქნებით. ბევრი შეცდომა დავუშვით. რომ დავაზუსტო – შეტევაში ძალიან ბევრჯერ დავკარგეთ ბურთი. ისიც სათქმელია, რომ გაგვიჭირდა მსაჯთან ადაპტაცია, რამაც წარმოგვიქმნა პრობლემები. ასევე თამაშის დაწყებიდან მალევე ორმა მოთამაშემ, გიორგი მელიქიძემ და როლანდ კვაჭაძემ მიკრო ტრავმები მიიღეს, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ კარგად არიან.

„მოწინააღმდეგის თამაშიც მინდა შევაქო. მათ ჰქონდათ ქულის აღების რამდენიმე კარგი შესაძლებლობა, რომელიც ვერ გამოიყენეს, მაგრამ ჩვენ უფრო ბევრჯერ შევედით მათთან ქულების მოპოვების ზონაში საიდანაც სამწუხაროდ უქოლოდ გამოვედით. რამდენჯერმე ჩვენი სიჩქარის გამო ბურთის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ. ბევრჯერაც ამოგვივარდა ბურთი.

„ფინალში კანადას ვეთამაშებით, საკმაოდ ორგანიზებულ და დისპლინირებულ გუნდს, რომლის ერთი-ერთი ძლიერი მხარე კარგი შერკინებაა. ტურნიზე უკვე გარკვეული დონით შევისწავლეთ მომავალი მოწინააღდეგე, ხოლო ახლა უფრო სკლუპუროზულად ვიზამთ ამას. ჩვენი ვიდეო ანალიტიკოსი, რომელმაც ტონგასა და კანადის მატჩი გადაიღო შესაბამის მასალას მოაზადებს და ხვალიდან აქტიურ შესწავალს შევუდგებით. ჩვენ მზადებას რაც შეეხება, გვინდა, რომ ორი სრული დღე აღდგენას დავუთმოთ, ვინაიდან ბოლო 10 დღის განმავლობაში ბიჭებმა სამი თამაში ითამაშეს. ყველა მოახერხებს მიკრო ტრავმების მოშუშებას და შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ოპტიმალურ ფორმაში იქნებიან ფინალისთვის.

 

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფა 2015

24 მაისი – ფინალური ეტაპის მატჩების განრიგი (საქართველოს დროით)“

მე-7 ადგილისთვის: პორტუგალია – ჰონკონგი, 14 საათი;

მე-5 ადგილისთვის: ფიჯი – ნამობია, 16 საათი;

მე-3 ადგილისთვის: ურუგვაი – ტონგა, 18 საათი;

ფინალი: საქართველო – კანადა, 20 საათი

საქართველო 19:11 პორტუგალია

 

საქართველო = 4 ქულა 

15 რატი შანიძე14 ანზორ სიჭინავა13 გიორგი კვესელაძე,12 სანდრო ილურიძე, 11 დავით გულიტაშვილი;10 რეზი ჯინჭველაშვილი9 ვასილ ლობჟანიძე /  

1 ბექა კაკაბაძე2 ბადრი ალხაზაშვილი^კაპგიორგი მელიქიძე (17 ნიკა სვიმონიშვილი 41) 4 ოთარ გიორგაძე5 როლანდ კვაჭაძე (18 მიხეილ ბაბუნაშვილი 5) 6 თორნიკე ბუბუტეიშვილი (19 გიორგი ცუცქირიძე 76) თორნიკე ზოიძე8 დავით პაპავაძე *

არ შესულან: 22 გიორგი ბაბუნაშვილი,  21 თემურ თუთბერიძე, 20 ბადრი ლიპარტელიანი / 16 გიორგი თედორაძე   

3ლ: გიორგაძე ჯინჭველაშვილი სიჭინავა; 2გ: ჯინჭველაშვილი

პორტუგალია = 0 ქულა 

15 აბეკასიშ, 14 სილვერიუ, 13 ვიდინია, 12 კაბრალ, 11 რიბეირუ; 10 კორდეირუაკინუ / 

1 ბრუნუ, ლუპი, მადალენუ; გრიხ, ლობატუ; მასედუ^კაპ7 ლურენსუ8 კარვალიუ

 *

16 სერუკა, 17 დინიშ, 18 _.ფერეირა, 19 =.ფერეირა, 20 ვაჟ, 21 ანტუნეშ, 22 დიაშ –

ლ: აბეკასიშ; 2ჯ: კორდეირუ აბეკასიშ

7:0(13) 14:0(30) 14:3(37) 14:8(40+1) / 19:8(66) 19:11(72) ბოლო (80+4)

ოთხ 20/05 ლისაბონი, ჟამორ 20.00 საქ

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ტაკაკეიშო დაამარცხა (ვიდეო)

აკი ბაშო, VII დღე ტოჩინოშინი – ტაკაკეიშო ტოჩინოშინის ბალანსი: 4-4 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა დაიეიშო დაამარცხა (ვიდეო)

აკი ბაშო, VII დღე დაიეიშო – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი: 3-4 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ტაკაიასუ ბრწყინვალედ დაამარცხა (ვიდეო)

აკი ბაშო, V დღე ტაკაიასუ – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი: 2-3 იხილეთ ვიდეო 大相撲秋場所 五日目 幕内栃ノ心 二勝目 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაია ანდრადე – ესპანელი ფრენბურთელი (ფოტო)

ლაია ანდრადე 23 წლის ესპანელი ფრენბურთელია, რომელიც ყურადღებას მისი გარეგნობითაც იპყრობს....
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება აკი ბაშოზე (ვიდეო)

იუტაკაიამა – ტოჩინოშინი აკი ბაშო, III დღე იხილეთ ვიდეო September 2020 – Day 3 – […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

სიკვდილით დასჯილი ნავიდ აფკარის ბოლო სიტყვებს მის დაკრძალვაზე მოუსმინეს

ირანის პოლიტიკური პატიმარი, 27 წლის მოჭიდავე ნავიდ აფკარი 12 სექტემბერს ქალაქ შირაზის ციხეში სიკვდილით დასაჯეს. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გაიცანით ტაეკვანდოს ყაზახი მებრძოლი, რომელსაც საქართველო ძალიან უყვარს (ფოტო)

აიჟან ბაიზაკოვა ტაეკვანდოში ყაზახეთის ჩემპიონი და შავი ქამრის მფლობელია. ის ბავშვობიდან საბრძოლ ხელოვნებებს ეუფლება. ყაზახული […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ტახი მზადაა, რომ შეგჭამოს!” – ლევან საგინაშვილმა რუს დენის ციპლენკოვს უ

2020 წლის ბოლოს, ქართველი მკალვჭიდელი ლევან საგინაშვილი ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. “ქართველი ჰალკი” სუპერღონისძიებაში მიიღებს...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიორგი ზანთარაია პოლიტიკაში მიდის

უკრაინის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი, გიორგი ზანთარაია 32 წლის ასაკში პოლიტიკური კარიერის დაწყებას გეგმავს და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორმა ამირან გოგოლაძე სასპარინგოდ მიიწვია

ქართველი მებრძოლი, ამირან გოგოლაძე UFC-ის ვარსკვლავმა კონორ მაკგრეგორმა სასპარინგოდ აშშ-ში, საკუთარ დარბაზში მიიწვია. ამ ინფორმაციას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზვიად ლაზიშვილი LFA-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა – ქართველის შესანიშნავი გამა

ზვიად ლაზიშვილი ოქტაგონზე კვლავაც დაუმარცხებელია. რამდენიმე საათის წინ ქართველმა მებრძოლმა კარიერის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გამართა. ლაზიშვილმა [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

ირანელ მოჭიდავეს სიკვდილით სჯიან

ირანის რესპუბლიკამ 27 წლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეს, ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ირანის მთავრობამ ქვეყნის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილი: “რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ცდილობს, დღემდე ომში ვა

UFC-ის მებრძოლმა დვალიშვილმა საჯაროდ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ცდილობს. ქართველი მებრძოლი […]...
წაკითხვა