ალარდაისი: “სონგი ჩვენი ტურეა”
“ვესტ ჰემის” მთავარმა მწვრთნელმა სემ ალარდაისმა განაცხადა, რომ “ბარსელონადან” იჯარით გადმოსული ალექს სონგი იაია ტურეს შეადარა და განაცხადა, რომ იგი ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში, როგორც კოტდიუვარელი “მანჩესტერ სიტიში”.
დღეს “ჩაქუჩები” პრემიერ ლიგის 9–ე ტურში “მანჩესტერ სიტის” უპირისპირდებიან. ალარდაისის გუნდი საკმაოდ კარგად გამოიყურება, ისინი მეოთხე ადგილზე იმყოფებიან. სემი მიიჩნევს, რომ ამ დამსახურებაში უდიდესი წვლილი “არსენალის” ყოფილ ფეხბურთელს მიუძღვის.
“ალექს სონგის სახით ჩვენ იგივე მოთამაშე მივიღეთ. ჩვენთვის მისი შეძენა იაიას გადმოყვანის ტოლფასია. სონგი პირველი კლასის მოთამაშეა, რომელიც შეტევაში შესანიშნავად ანაწილებს ბურთებს.”
“ჩვენ შევიძინეთ ისეთი საერთაშორისო კლასის მქონე ფეხბრუთელი, რომელმაც დიდი გამოცდილება მიიღო “არსენალში” და “ბარსელონაში”. თავდაპირველად ენერ ვალენსიასა და საკოს დროს იგი დაიჩრდილა, მაგრამ ამ მომენტისთვის იგი უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის.”–განაცხადა ალარდაისმა