“ალაშკერტი” — “დინამო”: მატჩს შვედები განსჯიან
19 ივლისს, ერევანში “ალაშკერტსა” და “დინამო თბილისს” შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართება. როგორც მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა საქართველოს ჩემპიონის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრას ერაყელი წარმოშობის შვედი არბიტრი მოჰამედ ალ-ჰაკიმი განსჯის. იგი ფიფას მსაჯი 2015 წელს გახდა. 31 წლის არბიტრს თანამემამულეები დაეხმარებიან:
მთავარი მსაჯის თანაშემწეები: დანიელ გუსტავსონი, პეტერ მაგნუსონი.
მეოთხე მსაჯი: კასპარ სიობერგი.
უეფას დელეგატი: პოლ დანიელ ზაჰარია (რუმინეთი).
მსაჯთა დამკვირვებელი: იგორ იშჩენკო (უკრაინა).
“ალაშკერტსა” და “დინამო თბილისს” გასამართი მატჩი სამშაბათს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.