ალავერდაშვილმა პოლონეთში სადებიუტო მატჩი ჩაატარა
პოლონურ “ზავიშაში” გადასულმა გიორგი ალავერდაშვილმა ადგილობრივ ექსტრაკლასაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
ქართველი შემტევის გუნდი გდანსკის “ლეჩიას” ესტუმრა და სახლში ქულით დაბრუნდა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა.
ალავერდაშვილმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე მორე ტამში, 59-ე წუთზე პრედესკუს ნაცვლად გამოვიდა.