ალბა ახალ კონტრაქტს გააფორმებს
El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით უახლოეს მომავალში ხორდი ალბა “ბარსელონასთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს. კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელის სათამაშო დონით კმაყოფილია.
როგორც წესი, “ბარსელონა” ფეხბურთელების აგენტებთან კონტრაქტების შესახებ მოლაპარაკებებს პრიმერას ბოლოსწინა ტურამდე არ იწყებს. თუმცა, ალბას შემთხვევაში გამონაკლისია დაშვებული.
ფეხბურთელის კონტრაქტი 2017 წლამდეა გათვლილი. მიმდინარე სეზონში ალბამ პრიმერაში 9 მატჩი ჩაატარა.