ალბა: „მალაგასთან“ წაგებამ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩზე არ უნდა იმოქმედოს“
„ბარსელონას“ მცველმა ხორდი ალბამ „მალაგასთან“ ესპანეთის ჩემპიონატის წაგებულ მატჩზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის შედეგმა „მანჩესტერ სიტისთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველი თამაშის რეზულტატზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.
„მალაგასამ“ თავისი ფეხბურთი აჩვენა და გაიმარჯვა. ჩვენ მსაჯის ყურადღების გადატანას იმაზე ვცდილობდით, რომ მეტოქე დროს წელავდა, მაგრამ მან ყურადღება არ მოგვაქცია. ასეა თუ ისე, ამჟამად სხვა მატჩზე უნდა ვიფიქროთ.
ეს ჩვენი დღე არ იყო. „მალაგასთან“ მატჩი „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაზე არ უნდა აისახოს. სამშაბათს სულ სხვა თამაში და ტურნირი გველის. ეს ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყების შანსია“, – განაცხადა ალბამ.