ალბა: “ვიმედოვნებ, პიკეს პოსტი ნეიმარის წასვლაზე ხუმრობა არ იყო”
არ ცხრება ხმები კატალონიის “ბარსელონას” სუპერვარსკვლავის, ნეიმარის “პარი სენ-ჟემრენში” გადასვლასთან დაკავშირებით. სიტუაცია ცოტათი დააწყნარა ხერარდ პიკეს პოსტმა: ფოტო, რომელზეც პიკე და ნეიმარი არიან და რომელსაც აქვს წარწერა: “ის რჩება”.
ესპანელის პოსტზე კომენტარი “ბლაგურნას” მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ გააკეთა.
“ნეიმარი “ბარსელონას” მოთამაშე იქამდე იქნება, სადამდეც მას ენდომება. ბრაზილიელი ძალინ წყნარია. იგი შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ძალიან ცოტას ლაპარაკობს. ვფიქრობ, ის “ბარსაში” ბედნიერია. ჩვენ ხომ მსოლფიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხებურთელზე ვსაუბრობთ. შესაბამისად, ნორმალურია, რომ მის გარშემო ასეთი რამ ხდება.”
“პიკეს პოსტი? ამ თემაზე თავად ხერარდთან არ მისაუბრია. თუმცა, იმედი მაქვს, იგი არ ხუმრობდა. პირადად მე არავის დარწმუნებას არ ვაპირებ. “ბარსელონა” ერთი დიდი ოჯახია და აქ ძალიან ბედნიერი ვარ. თუმცა, თუ ვინმე, მათ შორის ნეიმარი, წასვლას გადაწყვეტს, ამ ნაბიჯს პატივი უნდა ვცეთ,” – განაცხადა ალბამ.