ალბიოლი ნეაპოლს შეეჩვია
იტალიური “ნაპოლის” მცველი, რაულ ალბიოლი აცხადებს, რომ ის ნეაპოლს შეეჩვია და “ნაპოლიში” თავს ძალიან კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის ესპანელი ოთხი სეზონის განმავლობაში, მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა, გასულ ზაფხულს კი, “ნაპოლის” შეუერთდა.
“მიხარია, რომ სერია A-ში თამაშის საშუალება მომეცა. ძალიან კარგ კლუბში გადმოვედი, რაც მაკმაყოფილებს. პრიმერა დივიზიონში ბევრი სეზონი გავატარე. ჩემი ყოფილი თანაგუნდელები, კალეხონი და იგუაინი კი ახლაც ჩემს გვერდით არიან. რაც შეეხება პეპე რეინას, ის გამოცდილი და საიმედო მეკარეა. მინდა, რომ “ნაპოლისთან” ერთად არაერთ წარმატებას მივაღწიო და ასევე, ესპანეთის ნაკრებში ხშირად ვიყო”, – ამბობს ალბიოლი.
დიტო ჭიჭინაძე