ალდერვეირელდი: “ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ”
“ატლეტიკოს” მცველი, რომელიც “საუთჰემპტონში” იჯარით თამაშობს, არ აინტერესებს, სად დაიწყებს მომავალს სეზონს.
“კარგი სეზონია,”-განაცხადა ბელგიელმა ცენტრალურმა მცველმა.
“ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს ხასიათი და არ მივაქციოთ ყურადღება სხვა გუნდებს. დარჩენილია ექვსი თამაში, ამიტომ მნიშვნელოვანი დაპირისპირებებისთვის მზად უნდა ვიყოთ”.
პრესის თქმით, “ატლეტიკო” შეიძლება, არ დათანხმდეს “წმინდანების” წინადადებას, რომელიც ფეხბურთელის გამოსყიდვას უკავშირდება.
მოთამაშე ცდილობს, მედიაში გავრცელებულ ჭორებს იგნორი გაუკეთოს.
“ეს ინფორმაცია მედიაში მოვისმინე და არა, “ატლეტიკოსგან”. არ მაინტერესებს, რას წერენ გაზეთები. ამჟამად მხოლოდ “საუთჰემპტონზე” ვარ ფოკუსირებული და ვეცდები, გუნდს ევროსარბეილზე გასვლაში დავეხმარო,”-შეაჯამა ტობიმ.
მიმდინარე სეზონში, ალდერვეირელდმა პრემიერ ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.