ალეგრი აღიარებს: “რეალს” უარით ვუპასუხე”
მასიმილიანო ალეგრი აღიარებს, რომ დაახლოებით სამი წლის წინ მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელებმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზეს.
“სამი წლის წინ მადრიდის “რეალისგან” ზარი მივიღე, თუმცა “იუვენტუსისთვის” პირობა მქონდა მიცემული, რომ დავრჩებოდი. ეს ერთადერთი წინადადებაა, რომელსაც უარით ვუპასუხე,” – აცხადებს ალეგრი Football Italia-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ “ბიანკონერიმ” ალეგრი ამ მომენტიდან ერთი წლის შემდეგ გაანთავისუფლა მიუხედავად იმისა, რომ ხუთწლიანი მმართველობის პერიოდში იტალიელმა სპეციალისტმა გუნდს 5 “სკუდეტო” მოაგებინა და ორჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
“დავბრუნდები თუ არა “ალიანც იუენტუს სდეტიუმზე”? შეუძლებელია ამაზე პასუხის გაცემა. არ ვიცი, რა სჭირდება “იუვენტუსს”. კოპა იტალიას ფინალში არიან, სუპერთასი მოიგეს და ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან,” – დაამატა ალეგრიმ.